ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, გავრცელების თვალსაზრისით ინდური შტამი ბრიტანულზე დაახლოებით 60 პროცენტით ძლიერია.
„მას გადაცემის ანუ გამარტივების უნარი ბრიტანულ შტამზე უფრო მაღალი აქვს და სამწუხაროდ, დელტა ანუ იგივე ინდური შტამით დაავადებულები მინიმუმ ორჯერ მეტად ხვდებიან საავადმყოფოში.
ხშირად მეკითხებოდნენ, როგორ ხდებოდა, რომ ოჯახის ერთი წევრი ინფიცირდებოდა, მეორე კი - არა. სამწუხაროდ, ე.წ. ინდური შტამი ბრიტანულ ვარიანტზე 60%-ით ძლიერია, ის თუ ოჯახში შეაღწევს, ოჯახის ვერცერთი წევრი ინტაქტური ვეღარ რჩება. ვირუსის მინიმალური კონცენტრაციაც კი საკმარისია, რომ ადამიანი ავად გახდეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, სიფრთხულის ზომების მიღებას და რეგულაციების პირნათლად შესრულება მნიშვნელოვანია.
ერთ ადამიანს დელტა შტამით დაავადებულს, დაახლოებით შეუძლია 5-8 ადამიანის დაინფიცირება. ამიტომაც ვარაუდობენ ჩვენთან, რომ რომ ინფიცირებულთა დაახლოებით 10-15 პროცენტი სწორედ ინდური შტამია. ბევრ ქვეყანაში უკვე იწყებს ინდური შტამი ბრიტანულის ჩანაცვლებას და საქართველოშიც, ალბათ თვენახევრში დომინანტი შტამი იქნება" - ამბობს კულუმბეგოვი.
მასალის გამოყენების პირობები






