საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ბალავარი ჯგუფი" რეგიონებში კიდევ 3 სკოლას ააშენებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:55, 24 Jun, 2021     1529

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის ფარგლებში პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „ბალავარი ჯგუფი“ აქტიურად აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო პროექტების განხორციელებას. ახლახან ჯგუფმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქუთლიარის, შულავერისა და კასუმლოს საჯარო სკოლების მშენებლობა დაასრულა. მალე კომპანია კიდევ 3 ლოკაციაზე, კერძოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისსა და ყიზილაჯლოში, და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩიში დაასრულებს სკოლების რეაბილიტაციას. პროექტის ჯამური ღირებულება 16,5 მლნ. ლარს უტოლდება.

აღსანიშნავია, რომ შენობები ენერგო ეფექტურია და სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებებისთვის. გარდა ამისა, სკოლები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიის სახანძრო სისტემებით და ტერიტორიაზე განთავსებულია როგორც შიდა საკონცერტო დარბაზები, ასევე გარე სპორტული მოედნები და ვენტილირებადი სპორტული დარბაზები.

ჯგუფი 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და უკვე წარმატებით აქვს დასრულებული 15-ზე მეტი პროექტი, მათ შორის დეველოპერული პროექტები მუხიანში, სამგორსა და ვაზისუბანში.

„უკვე 5 წელია „ბალავარი ჯგუფი“ საქართველოს ბანკთან პარტნიორობს, ამ დროის განმავლობაში კი ჩვენ შევძელით როგორც დეველოპერული, ასევე არაერთი სამშენებლო პროექტის განხორციელება. ბანკის მხარდაჭერით ჩვენ ვაგრძელებთ როგორც სკოლების სარეაბილიტაციო, ასევე დეველოპერულ პროექტებს, კერძოდ, ვაზისუბანში და გობრონიძის ქუჩაზე მიმდინარე 3 კორპუსის მშენებლობას. სამომავლოდ კი „ბალავარი ჯგუფი“ ლისზეც გეგმავს სამშენებლო პროექტებს“, - აცხადებს გეგა ტოფაძე, ბალავარი ჯგუფის გენერალური დირექტორი

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის ერთგული პარტნიორი, კვლავ აგრძელებს ეკომონიკურად გამართული ბიზნეს-პროექტების მხარდაჭერას. „ბალავარი ჯგუფის“ და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში უკვე დასრულდა არაერთი დეველოპერული თუ სკოლის სარეაბილიტაციო პროექტი. ჩვენ ვაგრძელებთ მდგრადი ბიზნესის გაძლიერებას, რათა ერთად შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაზე“,- განაცხადა ვალერი ნარსიამ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილემ.

კომპანიის შესახებ:

,,ბალავარი ჰოლდინგი” არის სრული მომსახურების საკონტრაქტო კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ყველა სახის სამშენებლო პროექტში: მათ შორის - საცხოვრებელი და კომერციული, დიდი და მცირე სამშენებლო პროექტები. კომპანიას გააჩნია მშენებლობის ყველა ფაზის მართვის მდიდარი გამოცდილება და ძირითადი ქვეკონტრაქტორებისა და კონსულტანტების ძლიერი გუნდი, შენობების სტრუქტურული ანგარიში, სამშენებლო სამუშაოების შესრულება, პროექტის განვითარება, ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი, სარემონტო სამუშაოების შესრულება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42