ეგზოტიკური გემოების მრავალფეროვნება აზიური სამზარეულოს მთავარი ხიბლია. მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელად მოიძებნება ისეთი ქვეყნები, რომელთაც შეუძლიათ, იამაყონ დახვეწილი კულინარიით. ამ მხრივ იაპონია ნამდვილად გამორჩეულია.
იაპონური სამზარეულოს ორიგინალურობა არა მხოლოდ ინგრედიენტების მრავალფეროვნებაში იგრძნობა, არამედ კერძების მომზადების ხერხებსა და მიწოდებაშიც, ის აერთიანებს უძველეს ტრადიციებს, ეროვნული სამზარეულოს საიდუმლოებებს, წვრილმან ნიუანსებს, წესებსა და რიტუალებს.
მსოფლიოს არც ერთ სამზარეულოში არ აქცევენ სერვირებას და წარდგენას იმხელა ყურადღებას, როგორც იაპონიაში. ჭურჭელი, რომლითაც სუფრას შლიან აუცილებლად უნდა იყოს მრავალფეროვანი ზომით, ფორმით თუ მატერიალით. ამომავალი მზის ქვეყნის მზარეულები იცავენ „ხუთი ფერის წესს“ - ტრაპეზზე წარსადგენი კერძი აუცილებლად უნდა შეიცავდეს მწვანე, ყვითელ, ყავისფერ, წითელ და შავი ფერის ინგრედიენტებს.
კერძების მრავალფეროვნება იაპონური სამზარეულოს მთავარი მახასიათებელია, თუმცა სუშის ნამდვილად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იაპონიაში მის მომზადებას წლების განმავლობაში სწავლობენ, მეტიც, ეს საქმე ხელოვნების დონეზე ჰყავთ აყვანილი.
რას გვთავაზობს „სუშირუმი“?
წლებთან ერთად სუშიმ „სახელი გაითქვა“ მთელს მსოფლიოში და დღესდღეობით ბევრ ქვეყანაშია მისი დაგემოვნება შესაძლებელი. თუმცა, იმისთვის რომ ნამდვილი სუშის სიდიადე შეიგრძნოთ, სწორ ადგილას, იაპონური ტრადიციებით მომზადებული სუში უნდა გასინჯოთ.
საუკეთესო სუში თბილისში სამ ლოკაციაზეა ხელმისაწვდომი - ფარნავაზ მეფის გამზ. N1, ი. აბაშიძის N10/12, პ. ქავთარაძის N1. ეს გახლავთ სუშირუმის ფილიალები, სადაც იაპონური კერძებისა და მომსახურების ნამდვილი ხარისხით ისიამოვნებთ.
სუშირუმს იაპონური სამზარეულოს ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს, როგორც კერძების, ისე სასმელების და აზიური დესერტის კუთხით. ცხელი კერძები, სალათები, ნაყინის მრავალფეროვანი და ეგზოტიკური გემოები თავბრუს დაგახვევთ და აუცილებლად გაგიჩენთ აქ დაბრუნების სურვილს. მნიშვნელოვანია, რომ სუშირუმში დაუვიწყარი არომატის შესაქმნელად, კერძის შემადგენელი ცალკეული ინგრედიენტის შერჩევას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება და რასაკვირველია, ყოველი მათგანი მაღალი ხარისხისაა.
როგორ დავაგემოვნოთ სუში რუმის კერძები?
სუშირუმის კერძების დაგემოვნება შესაძლებელია, როგორც მათ ფილიალებში, სადაც იაპონურ ტრადიციებსა და კულტურას ბოლომდე შეიგრძნობთ, ასევე ონლაინ მათი ვებგვერდის www.sushiroom.ge მეშვეობით.
მოიწყვეთ იაპონური დღეები შინ და იმოგზაურეთ სუშირუმის გემოების დაუვიწყარ სამყაროში.
მასალის გამოყენების პირობები