სკანდალში გახვეულმა მსახიობმა, ბესო ზანგურმა სახლ-კარი დაკარგა - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც თავად ამბობს, დაკარგა ყველაფერი და დარჩა აბსოლუტურად უსახლკაროდ.
"თავს ვთვლი ვალდებულად, რომ ჩაგაყენოთ საქმის კურსში, ვინაიდან ბევრი დახმარება და გვერდზე დგომა დამანახეთ, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ… დღეს დასრულდა და აღსრულდა სამართალი, ისევე როგორც, ბევრს დაემართა ამ ქვეყანაში.
დიახ, მეგობრებო, დავკარგე ყველაფერი. მიუხედავად ყველაფრისა და არ მაქვს ბევრი ახსნის თავი და ნერვები და გთხოვთ ნურც კომენტარში დამისვამთ კითხვებს, დღეს დავრჩი აბსოლუტურად და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, უსახლკაროდ! გპირდებით ყველაფერი კარგად იქნება, რა იმედით გპირდებით, არ ვიცი, მაგრამ გპირდებით!“, – წერს ზანგური.
შეგახსენებთ, რუსთაველის მსახიობის ყოფილმა ცოლმა, ნინუცა მაყაშვილმა „ფარულ კონვერტში“ ზანგური ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები