ხორავას ქუჩის საქმე - პროკურატურა მიხეილ კალანდიას მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდში სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს
სამართალი - 14:34, 23 Jun, 2021     1190

ხორავას ქუჩის საქმე - პროკურატურა მიხეილ კალანდიას მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდში სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს.

შესაბამისი შუამდგომლობით პროკურორმა მოსამართლეს დღევანდელ პროცესზე მიმართა.

ბრალდების მხარემ სასამართლოში კალანდიას მიმართ 3 სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი დამატებით მტკიცებულებად წარმოადგინა, რომლის საფუძველზეც დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდში კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შემწყდარიყო.

თოდუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმება, მისი დასაბუთება არარელევანტური და სპექტაკლში მონაწილეობას არ მიიღებდა. ადვოკატის თქმით, საქმე პოლიტიკური დაკვეთით მიმდინარეობს და რომ პროკურატურას აღნიშნული შუამდგომლობის დაყენება 3 წლის განმავლობაში შეეძლო. თოდუამ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობით მიმართა.

პროკურორ გიორგი ქობულაძის განცხადებით, საქმეზე პოლიტიკური ზეგავლენა გამორიცხულია. მისივე განმარტებით, ამ დრომდე საქმის შეწყვეტის შუამდგომლობას ვერ დააყენებდნენ, ვინაიდან კალანდიას მიმართ სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო საჭირო.

რაც შეეხება საპროცეო შეთანხმებას, როგორც პროკურორმა განმარტა, ამ პირობებში საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობას ვერ დააფიქსირებს, რადგან ბრალდების მხარე ამბობს, რომ კალანდიას ეს დანაშაული არ ჩაუდენია.

ადვოკატმა ზურაბ თოდუამ პოზიციის დასაფიქსირებლად დრო ითხოვაამის გამო სხდომა 24 ივნისს, 11:30 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, სასჯელი 11 წლითა და 3 თვემდე შემცირდა

გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა კი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია. აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42