ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისწლიური ანგარიშის პრეზენტაცია
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:15, 18 Dec, 2013     2037
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2013 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. პრეზენტაციას ასევე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც გიორგი სიგუამ აღნიშნა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პოლიტიკა დარგის მაქსიმალურად მცირე დროში განვითარებისკენაა მიმართული.
„2013 წელი ქართული ტურიზმისთვის უპრეცენდენტოდ წარმატებული გამოდგა. ჩვენ ევროპის მასშტაბით ყველაზე შთამბეჭდავი ზრდა გვაქვს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშშიც საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო. ზრდა აღინიშნება, როგორც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაში, რამაც 5 მილიონს გადააჭარბა, ასევე განთავსების საშუალებების დატვირთვის კოეფიციენტის მატების კუთხითაც. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს გაზრდილი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის საერთაშორისო შემოსავლები, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში და დასაქმება. 2014 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გაორმაგებული ბიუჯეტით და გაორმაგებული ძალებით იმუშავებს 3 პრიორიტეტულ მიმართულებაზე. ეს არის მიზნობრივ ბაზრებზე პოზიციონირება, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება - მოწესრიგება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა“ - განაცხადა გიორგი სიგუამ.
2013 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში არაერთი უპრეცენდენტო და მასშტაბური პროექტი განხორციელდა.
ახალი ტურისტული პორტალი წწწ.გეორგია.ტრაველ - ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაიწყო ახალ ტურისტულ პორტალზე მუშაობა და საწყისი ვერსიაც გაუშვა. მისი მეშვეობით მოგზაურები მაქსიმალურ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს შესახებ. ონლაინ რუკის მეშვეობით შეძლებენ მოინიშნონ მათთვის სასურველი ლოკაციები და რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაგეგმონ და განახორციელონ მარშრუტები. ასევე რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ მეგობრებს გაუზიარონ მათი მოგზაურობის ამსახველი ფოტო და ტექსტური მასალა, შეაფასონ და დაწერონ რევიუები კონკრეტული ლოკაციების შესახებ. ახალ პორტალზე იქნება წარმოდგენილი ბრენდირებული გვერდები ქართული ფოლკლორი, ნაციონალური სამოსისა და კულტურის შესახებ. ყველა ეს ინფორმაცია თუ ფუნქცია მარტივი მოსახმარი იქნება და ტურისტებს შეეძლებათ ერთგვარი სამოგზაურო დღიური შექმნან.
24 საათიანი ცხელი ხაზი ტურისტებისთვის - საქართველოში ტურისტებისთვის 24 საათიანი ცხელი ხაზი ამუშავდა. ნომერზე - 0 800 800 909 როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია განთავსების, გადაადგილება-ტრანსპორტირებისა და კვების ობიექტების შესახებ სრულიად უფასოდ. სურვილის შემთხვევაში მიეცემათ რეკომენდაციები ტურისტული ბილიკებისა და მარშრუტების, ასევე ქვეყანაში დაგეგმილი ეროვნული დღესასწაულების, ფესტივალებისა და სხვა აქტივობების შესახებ.
ახალი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები - ამ დროისათვის სრულდება თბილისის, მარტვილისა და ჩხოროწყუს საინფორმაციო ცენტრების მშენებლობა. 2014 წელს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები გაიხსნება ბაკურიანში, ყაზბეგში, ზუგდიდსა და ფოთში.
ტურიზმის ელჩები - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, მიზნობრივ ქვეყნებში „საქართველოს ტურიზმის საპატიო წარმომადგენლები“ დაინიშნა. წარმომადგენლების ძირითადი მისია საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ქვეყნის ტურისტული იმიჯის პოპულარიზაცია იქნება.
მობილური გიდები - ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დედაქალაქის სტუმრებს ახალი სერვისი „მობილური გიდები“ შესთავაზა. ქ. თბილისში ტურისტულად დატვირთულ ადგილებში გადაადგილდებოდნენ მობილური ჯგუფები და ტურისტებს უზრუნველყოფდნენ მათთვის საჭირო ინფორმაციით სრულიად უფასოდ. პროექტი მიზნად ისახავდა ზაფხულის სეზონზე მიმზიდველი ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი მოგზაურებისთვის.
პრეს და გაცნობითი ტურები - მომზადდა ასეულობით სტატია უცხოურ პრესაში
წარმატებული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე - განხორციელდა უკრაინის ძირითად ქალაქებში, ასევე აზერბაიჯანში, ლიტვასა და ლატვიაში.
საკონვენციო ბიუროს შექმნა - საქართველო რამდენიმე თვის წინ გახდა IჩჩA-ს (საერთაშორისო კონგრესებისა და შეკრებების ასოციაცია) წევრი. ორგანიზაციის წევრობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარებას და მრავალრიცხვოვანი უცხოური დელეგაციების მოზიდვას.
გიორგი სიგუამ მომდევნო წლის ძირითად პრიორიტეტად საქართველოს ცნობადობის გაზრდა, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა დაასახელა.
მისივე განცხადებით 2014 წელი მომსახურების გაუმჯობესების წლად ცხადდება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42