ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტის ანალიზების პასუხების ფაილს "დამპალი" დაარქვა და მას ელფოსტაზე ასე გადაუგზავნა - ამის შესახებ "ფეისბუქის" მომხმარებელი, ანკა ანდღულაძე, ჯგუფ სასოწარკვეთილ მომხმარებლებში წერს.
"დავტოვე ელ.ფოსტა, სადაც პასუხები უნდა მიმეღო ,ვინაიდან ჩემ გარეშე მშობლები ვერ მივიდოდნენ ასაღებად,მე კი ვმუშაობ და მოგეხსენებათ არაა მარტივი კვირაში 7 ჯერ გათავისუფლების თხოვნა. მოკლედ, ჯერ სულ ძალით ჩავაწერინე მეილი, აქ მოხვალ და აიღებო - ამას აწვებოდნენ, მერე როგორც იქნა დამთანხმდნენ.
იმ დღეს, 2 საათში უნდა ყოფილიყო პასუხი, მომივიდა მართლაც და აღმოჩნდა სხვა პაციენტის, მივწერე, დავურეკე და ვერ დავაჯერე, მაგრამ კარგი ვნახავთო (მომიშორეს თავიდან). მას შემდეგ, კიდევ რომ არ გამომიგზავნეს ვრეკე, ვიხვეწე ჩემი პასუხები და 3 დღის შემდეგ მიგზავნიან დედაჩემის პასუხის ფაილს, რომლის სახელის დანახვაც გაგაოგნებთ", - წერს ის.
ანკა ანდღულაძემ პოსტს ფაილის სურათიც დაურთო, სადაც ჩანს, რომ პდფ-ის სახელად "dampali" წერია.
მასალის გამოყენების პირობები