სამშენებლო და სარემონტო მასალების შეძენა "ნოვას" მასშტაბურ ციფრულ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:54, 22 Jun, 2021     1836

ნებისმიერი მეგობარი, რომელმაც რემონტი თუ მშენებლობა სულ ახლახან დაასრულა, როგორც წესი, დამღლელი და შრომატევადი პროცესისთვის გვამზადებს ხოლმე. ასეთი მეგობრები ყველას გვყავს და ისინი დაუზარებლად გვიზიარებენ ხოლმე თავიანთ გამოცდილებას: სად ვიყიდოთ ესა თუ ის მასალა: საიზოლაციო სისტემებიდან დაწყებული კერამიკული ფილებით დამთავრებული, მათ ყველაფრის ფასი და ხარისხი იციან ქალაქში.

და რას იტყოდით, ასეთი მეგობარი თავად კომპანიას რომ შემოეთავაზებინა არამხოლოდ მაღაზიების, არამედ - ვებ-გვერდის სახითაც?

ყიდვის პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად, „ნოვამ“ ვებ-გვერდი შექმნა, მასშტაბური ციფრული მაღაზია, სადაც თითოეული პროდუქტის ნახვა, დათვალიერება, ფასების შედარება, ყიდვა და თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მასშტაბით გამოწერილი ნივთის მიღებაა შესაძლებელი.

ონლაინ-მაღაზია, სადაც სამშენებლო თუ სარემონტო მასალები და სახლისა და ეზოსთვის განკუთვნილი ყველა საჭირო მასალა თუ ხელსაწყო იყიდება; კონსულტანტები კი შენი პირადი ონლაინ-ასისტენტები ხდებიან: ისინი ითვალისწინებენ შენს ბიუჯეტსა და საჭიროებებს და მათზე მორგებულ მასალებს გთავაზობენ.

ეს და უამრავი სხვა დეტალი, რომელიც მშენებლობასა თუ რემონტში ხდება ხოლმე საჭირო, ერთიანდება სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვას“ სახურავის ქვეშ: კომპანია დაარსების დღიდან ზრუნავს იმაზე, რომ მომხმარებელმა, შერჩევიდან დაწყებული პროდუქციის გამოცდით დამთავრებული, მიიღოს ამ სფეროში კარგი გამოცდილება.

დაარსების ამბავი

„ნოვა“ 15 წლის წინ რისკიანი და გაბედული ადამიანების მიერ დაარსდა. მაშინ დამფუძნებლებს ჰქონდათ ამბიცია, არამხოლოდ შემოეტანათ ბაზარზე საერთაშორისო, ცნობილი ბრენდები, არამედ, დაარსებიდან ცოტა ხანში ადგილზე ეწარმოებინათ ქართული პროდუქტი.

მაშინ იარლიყი „დამზადებულია საქართველოში“, მით უმეტეს, სამშენებლო სფეროში, არც თუ ისე საამაყო, მეტიც, სარისკო ნაბიჯადაც კი მიიჩნეოდა. თუმცა „ნოვაში“ მტკიცედ სჯეროდათ, რომ საუკეთესო პროდუქტის შეფასების მათეული კრიტერიუმების ჩამოყალიბებით ქართულ პროდუქტსაც არანაკლებს შექმნიდნენ.

ასეც მოხდა: დღეს „ნოვა“ სასახურავე მასალებს, თაბაშირ-მუყაოს პროფილებსა და მათ აქსესუარებს, ავზებს, სამღებრო და საბათქაშე კუთხოვანებს და სხვა პროდუქტებს წარმატებით აწარმოებს.

„დღეს „ნოვა“ საუკეთესო საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს, რომელთა ხარისხი ეჭვს არ ბადებს. ზუსტად ამან გვიბიძგა კომპანიაში ქართული წარმოების ხაზის განვითარებისკენ, რადგან ვიცოდით რა სურდა მომხმარებელს: სისწრაფე, ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასი“, - ამბობს PR-სა და მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინო თურმანიძე.

ქართული ბიზნეს-გარემოს დასტაბილურებასა და ქართული კომპანიებისთვის წარმოების ხელშეწყობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სახელმწიფო პროგრამამ - „აწარმოე საქართველოში“, რომლის დახმარებითაც კომპანიამ 2017 წელს შეძლო წარმოების კიდევ უფრო გაფართოება. შეიქმნა გარემო, სადაც შესაძლებელი გახდა რისკების მინიმალურ დონეზე დაყვანა და არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება.

რისი ყიდვა შეგვიძლია „ნოვაში“

გარდა ვებ-გვერდისა, დღეს „ნოვა“ მომხმარებელს თბილისში ბათუმსა და ქუთაისში, სამ მეგაცენტრში მასპინძლობს. აქ ორი ტიპის ადამიანი მოდის: ის, ვისთვისაც მშენებლობა და რემონტი პროფესიაა და ის, ვისაც სურს, თავად შექმნას, გაარემონტოს ან ააშენოს რაღაც, ან სულაც, შეაკეთოს გაფუჭებული ნივთი და ახალი სიცოცხლე მიანიჭოს.

„სწორედ ამიტომაც, ჩვენს დახლებსა თუ ონლაინ-მაღაზიაში შეხვდებით როგორც პროფესიონალურ ხელსაწყოებს და მასალებს, ისე - ყველასათვის ადვილად მოსახმარებელ, მარტივ და მსუბუქ ნივთებს“, - აცხადებს ნინო თურმანიძე.

გარდა სამშენებლო და სარემონტო მასალებისა, აქ შეიძენთ უამრავ ისეთ პროდუქციას, რომელიც ხშირად გინახავთ სახალისო „გააკეთე თავად“ ე.წ. DIY ვიდეოებში. ასეთი მასალებითა და ხელსაწყოებით კი უამრავი საინტერესო და უნიკალური ნივთის დამზადება შეგიძლიათ.

50 ათასი დასახელების პროდუქტი 12 სხვადასხვა მიმართულებით უკვე ჩაეშვა „ნოვას“ მასშტაბურ ციფრულ მაღაზიაში.

თუკი მასალების მრავალფეროვნება დაგაბნევთ, თქვენი საჭიროების მიხედვით შესაბამის პროდუქტს „ნოვას“ კონსულტანტები აგარჩევინებენ. ისინი აქ ნებისმიერ საფასო კატეგორიაშია წარმოდგენილი - შესაბამისად, „ნოვაში“ შოპინგი საინტერესო ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის იქნება.

,,ნოვას’’ მიზანია შეუქმნას მომხმარებელს კომფორტი ერთი სახურავის ქვეშ, დღევანდელ რეალობაში კი ამ კომფორტს კომპანია ერთი საიტის ქვეშაც გთავაზობთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42