წლის ბოლომდე კოჯრის ბავშვთა სახლი დაიხურება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია საუბრობს.
მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს 3 ალტერნატიული სახლის რემონტი, სადაც კოჯრის დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვები გადავლენ.
"კოჯრის ბავშვთა სახლი, ისევე როგორც ყველა დიდი ზომის დაწესებულება დეინსტიტუციონალიზაციას ექვემდებარება. წლის ბოლოს საერთოდ ვხურავთ კოჯრის ბავშვთა სახლს. უკვე მიმდინარეობს 3 ალტერნატიული სახლის რემონტი იმ ბავშვებისათვის, რომლებიც დღეს კოჯორში იმყოფებიან.
ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი, ისევე როგორც შს სამინისტრო კვლევას აგრძელებს. ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის, ასეთი კონკრეტული შემთხვევები ბავშვებზე ძალადობის. თუმცა, მუშაობს ჩვენგან აქტიურად მუშაობს შიდა მონიტორინგის, ისევე სხვა სპეციალისტები, რომ გამჭვირვალე იყოს ბავშვებთან მუშაობა". - თქვა თამარ ბარკალაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






