რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოქალქეებსა და სამედიცინო პერსონალს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ასაცრელად მისულ პაციენტებს ვაქცინები არ დახვდათ, საავადმყოფოს ხელმძღვანელობა კი მათ სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა, რადგან არ იცის, როდის შეძლებს მოქალაქეების აცრას.
კლინიკაში "ასტრაზენეკას" მეორე დოზით ასაცრელად მისულმა პაციენტებმა უარი განაცხადეს საავადმყოფოს დატოვებაზე. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ:
"10 წუთით ადრე მივიღე შეტყობინება, რომ აცრაზე უნდა მივსულიყავი. მოვედი დროულად და მითხრეს, რომ არის შეფერხება. მიზეზი არ დასახელებულა, შეიკრიბა დიდი რაოდენობის ხალხი, რომელსაც უთხრეს, რომ არის შეფერხება, მენეჯერმა გვითხრა, რომ ასტარზენეკა არის ქვეყანაში, მაგრამ კლინიკას არ აქვს" - აღნიშნა ერთ-ერთმა პაციენტმა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, კლინიკაში ვაქცინა იყო, თუმცა არასაკმარისი დოზების გამო შექმნილი პრობლემის აღმოფხვრას რამდენიმე საათი დასჭირდება
მასალის გამოყენების პირობები






