მილიარდერების გემოვნება სამყაროსავით შეუცნობელია. ზოგიერთ მათგანს მდიდრული, ძვირადღირებული და იშვიათი კერძების ჭამა ანიჭებს სიამოვნებას, ზოგს კი სწრაფი კვება ყველაფერს ურჩევნია.
ჯეფ ბეზოსი
Amazon-ის ხელმძღვანელი ჯანსაღ საკვებს ანიჭებს უპირატესობას და ყოველთვის წინასწარ გაწერილი რეჟიმის მიხედვით იკვებება.
ბილ გეითსი
Microsoft-ის დამაარსებელი, ბილ გეითსი უპირატესობას სწრაფ კვებას ანიჭებს. მისის საყვარელი დაწესებულება Burger master-ია. მისი საყვარელი სასმელი კი დიეტური კოლაა.
მარკ ცუკერბერგი
სოციალური ქსელი Facebook-ის დამაარსებელს გემოვნება სტუდენტობის პერიოდის მერე არ შეცვლია. ის ყოველთვის სწრაფი კვების ობიექტებში მიირთმევს. მისი საყვარელი საკვები ბეკონიანი ჰოთ-დოგია.
უორენ ბაფეტი
Berkeshire Hathaway-ის გენერალური დირექტორის, უორენ ბაფეტის საყვარელი სასმელი ალუბლის არომატიანი კოლაა, ხოლო საჭმელებიდან ყველაზე მეტად ჩიზბურგერი უყვარს. ამასთან, იგი დღეში 5 ქილა კოლას სვამს და დილაობით ნაყინს მიირთმევს.
მასალის გამოყენების პირობები






