მეცნიერები ახალ კვლევაზე დაყრდნობით აცახდებენ, რომ ადამიანებს გამრავლება მარსზე პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან იქ სპერმის შენახვა 200 წლის მანძილზეა შესაძლებელი.
მიღებული შედეგები 6 წლიანი ექსპერიმენტის შედეგია, რომლის დროსაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ისინი ცდებს თაგვების სპერმაზე ატარებდნენ - მას რადიაციით ასხივებდნენ.
დიდი ხნის მანძილზე მკვლევარები ვარაუდობდნენ, რომ კოსმოსური რადიაცია ადამიანის დნმ-ს დაშლიდა და მას გამრავლების საშუალება არ ექნებოდა. მოურე პრობლემა იყო სიმსივნე, რომელსაც რადიაცია იწვევს.
ექვსწლიანი ექსპერიმენტის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თაგვების სპერმა კვლავ ჯანმრთელი იყო.
"ჩვენ მივიღეთ მრავალი გენეტიკურად ჯანმრთელი შთამომავლობა, ეს კვლევა ადასტურებს, რომ კაცობრიობას შეუძლია ე.წ. "კოსმოსურ ერაზე" გადასვლა. როდესაც დადგება სხვა პლანეტებზე მიგრირების დრო, შესაძლებელი იქნება არამარტო ადამიანების, არამედ სხვადასხვა შინაური თუ გარეული ცხოველის გენეტიკური რესურსის შენახვა," - აცხადებს იაპონელი მკვლევარი საიაკა ვაკაიამა.
მასალის გამოყენების პირობები






