"ყელს გამოგჭრი და მოგკლავ" - რუსთავში მამაკაცი მოქალაქეებს დანით ემუქრებოდა
კრიმინალი - 11:28, 20 Jun, 2021     1404
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, რუსთავში, მეგობრობის გამზირზე დანით შეიარაღებული მამაკაცი რამდენიმე პირს თავს დაესხა.

კაცი განსაკუთრებით აგრესიული ქუჩაში გაჩერებული ტაქსის მძღოლის მიმართ აღმოჩნდა, რომელსაც ყელის გამოჭრით ემუქრებდა.

"მოვიდა და დანას მიტრიალებდა, ყელს გამოგჭრი და მოგკლავო", - აცხადებს მძღოლი.

თვითმხილველების თქმით, შეიარაღებულ კაცს სიტყვიერი დაპირისპირება ფაქტის შემსწრე სხვა პირებთანაც ჰქონდა.

"მოვიდა ამ კაცთან, პირბადე მოგლიჯა და გინება დაუწყო. აქ ერთი ბიჭი იყო ამ დროს და იმან უთხრა გაჩერდი, რა დღეში ხარო. შენც გიცნობ, იმასაც ვიცნობ, ორივეს მოგაჭრით თავსო ასე უპასუხა. გაჩერდა ეს კაცი, თორემ შეიძლება დაერტყა პასუხი რომ გაეცა", - იხსენებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

მამაკაცის მხრიდან მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მოქალაქეებმა პოლიცია გამოიძახეს, თუმცა 60 წლამდე კაცი ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცავებმა შეიარაღებული პირის იდენტიფიცირება და პოვნა მალევე შეძლეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა მამაკაცი რუსთავის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში ის არ მიიღეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს კლინიკაში განუცხადეს, მიზეზი ადგილების არარსებობა გახდა.

"ჩვენ ფიზიკურად ადგილი არ გვაქვს, ამის შესახებ მოვახსენეთ საპატრულო პოლიციას, შევადგინეთ ოქმი და გავუშვით. ფიზიკურად ვერ მივიღებთ", - განუცხადა "ინფო რუსთავს" კლინიკის მორიგე ექიმმა, მარიამ მამრიკიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42