ოლეგ კვეტენაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ საპატრიაროს საზოდადოებასთან ურთიერთობის სამახურის ხელმძვანელი, ანდრია ჯაღმაიძე წერს და მას ემოციურ პოსტს უძღვნის:
“ოლეგ კვეტენაძე გარდაიცვალა… ამ მშრალი ინზფორმაციით აცნობებს ვეკუას სკოლა საზოგადოებას თავის აუნაზღაურებელ დანაკლისს, მაგრამ სიტყვებს მიღმა დარჩენილ გულისტკივილს ყველაზე უკეთ მიგვიხვდებით მისი ყოფილი მოსწავლეები. სწორედ მათ უტარდებოდათ პოეზიის რანგში აყვანილი მათემატიკის გაკვეთილები, რომელთა მოსმენაც სავალდებულო ვერაფრით იქნებოდა… ცოტა მაღალი გადმოსახედიდან რომ შევეშველოთ ჩვენივე მწუხარებას, ისეთიც არაფერია-შესრულებული მისიით დაგვემშვიდობა კაცი,თაობები აღზარდა, სიყვარულით აკეთა თავისი საქმე და, სანამ ერთი ნამოწაფრის ხსოვნაში მაინც იქნება იცოცხლებს კიდეც. ასე რომ, შეხვედრამდე, ოლეგ” – წერს ანდრია ჯაღმაიძე.
მასალის გამოყენების პირობები