"მამა იოანემ კაბა აიწია, გადამაჯდა და ორივე ხელით მცემა..მცემდენ ყოველ მე-3 დღეს ლოგინის საფეხურით" - რას ჰყვება ფერიის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი
საზოგადოება - 21:39, 19 Jun, 2021     3148

ბავშვთა პანსიონების ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და სკანდალის შემდეგ ყოფილმა ბენეფიციარებმა საკუთარ თავში იპოვეს ძალა და საჯაროდ ამხელენ აღმზრდელებს და იხსენებენ პანსიონში გატარებულ უმძიმეს პერიოდს.

კიდევ ერთმა ბენეფიციარმა მოიპოვა ძალები, რომ ეთქვა ყველაფერი , რაც ხდება პანსიონში. დავით სამხარაძემ ბათუმის ფერიის მთის პანსიონში , რომელიც იღუმენია სიდონია დარჩიას დაქვემდებარებაშია, 3 წელი გაატარა.

დავით სამხარაძემ "შაბათის ფორმულას" წერილი გაუგზავნა, სადაც საუბრობს თუ როგორ ძალადობდნენ მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. მეტიც , იხსენებს, რომ პანსიონში მას რკინის საგნითაც სცემდნენ და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.

შაბათის ფორმულასთან საუბარში პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი ამბობს, რომ აღმზრდელებს შორის განსაკუთრებული სიმკაცრით გამორჩეულებიც იყვნენ.

"თითქმის ყოველ მესამე დღეს მცემდნენ. განსაკუთრებულად სასტიკი იყო, შეუბრალებელი იყო ხელებით ცემაში, რკინის ჯოხით, რომელსაც იყენებდა ცემის დროს და არაერთხელ ვუცემივარ - ეს იყო ლოგინის საფეხური. წელზე მირტყამდა, მხრებზე, ნაძვზე მიმანარცხა და ლავიწის ძვალი გამიტყდა. ექიმთან წამიყვანეს და თქვენ რომ ჩემით დავიზიანეო", - ამბობს ყოფილი ბენეფიციარი.

მისი თქმით, პანსიონის აღსაზრდელები ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არამხოლოდ აღმზრდელებისგან, არამედ სასულიერო პირებისგანაც იყვნენ. სამხარაძე იხსენებს, რომ 14 წლის ასაკში მასზე ერთ-ერთმა მამაომ იძალადა. როგორც ყოფილი ბენეფიციარი ყვება, მშობლებთან სასტიკ მოპყრობაზე საუბარი, ასევე მკაცრად ისჯებოდა. "მამა იოანე იყო ასეთი - კაბა აიწია, გადამაჯდა და ორივე ხელით მცემა".

იღუმენია სიდონია დარჩია ფერიის ბავშვთა პანსიონს ახლაც ხელმძღვანელობს. ბავშვთა სახლი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და ის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ეკუთვნის. ამ უკანასკნელს მეუფე დიმიტრი ხელმძღვანელობს. დავით სამხარაძე, პანსიონიდან გამოშვების ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანი გახდა. ამბობს, რომ ბავშვთა სახლში არსებულ ვითარებაზე პანსიონის გარეთ მამაოებთან არაერთხელ უსაუბრია.

დავით სამხარაძე ყვება, რომ პანსიონიდან მას შემდეგ გამოუშვეს, რაც ფიზიკურ შეურაცხყოფაზე პროტესტის გამოთქმა დაიწყო. მიზეზად ოჯახს მისი დაუმორჩილებლობა დაუსახელეს. მისი თქმით, პანსიონიდან გაშვების შემდეგ ის მუდმივი მუქარისა და შანტაჟის ობიექტი იყო.

"ერთ-ერთმა მოძღვარმა მითხრა, რომ დარჩიები ჩაგქოლავთ, ენა არ ამოიღო. აღდგომის მარხვა იყო, იმდენად მეშინოდა, რომ მთელი აღდგომა ეზოში ვერ გავდიოდი. შანტაჟი იყო რომ არსად არ მიგიღებენ ისეთი დახასიათებით გაგიშვითო. თბილისში სასულიეროში დარეკა სიდონიამ, რატომ მიიღეთო და დირექტორმა უთხრა, თქვენ გამოაგდეთ, მე ვერ გავაგდებო", - ამბობს დავით სამხარაძე.

ხდება თუ არა დღესაც ძალადობის ფაქტები ფერიის ბავშვთა პანსიონში, უცნობია, თუმცა იმ აღმზრდელების ნაწილი, ვისაც ყოფილი ბენეფიციარი გამორჩეულ სისასტიკეში სდებდა ბრალს, ახლაც იქ მუშაობენ. რამდენიმე დღის წინ ვითარება ადგილზე შეისწავლა სახალხო დამცველის მოადგილემაც. გახდება თუ არა ფერიის ბავშვთა პანსიონი ნინოწმინდის შემდეგ მეორე, რომლის საქმიანობასაც სამართალდამცავები შეისწავლიან, ჯერჯერობით უცნობია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42