წნორში კაცმა ნათესავებს სახლი დაუწვა - დაზარალებული ოჯახი პოლიციას გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პაპის მიერ დატოვებულ სახლს საკუთარი ბიძა წლებია ედავება.
თუმცა, როგორც გულნაზი სომხიაშვილი ამბობს, სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ ზურაბ დავითაშვილი რომელმაც, ორი დღის წინ ჯერ ოჯახის კუთვნილი ავტომობილი დააზიანა, შემდეგ კი სახლი დაუწვა.
სომხიშვილები ამბობენ, რომ ზურაბ დავითაშვილი მათ მეზობლად ცხოვრობს, კრიმინალური წარსული აქვს და შიშის გამო, იძულებული გახდნენ 2 მცირეწლოვანი შვილი ნათესავებთან გადაემალათ.
"პოლიციასაც აქვს ჩანაწერი, სადაც ლაპარაკობს ბიძაჩემი, რომ მაგან დამიწვა სახლი, მაგრამ არ აკავებენ, ვითხოვ ამინაზღაურდეს ეს ზარალი",- ამბობს გულნაზი სომხიშვილი.
ზურაბ დავითაშვილის მეუღლე ამბობს, რომ პოლიცია მათთან არ მისულა და არც დაუკითხავს. მეუღლის თქმით, "მისი ქმარი უდანაშაულოა და ამიტომ სამართალდამცველებს ის არ დაუკავებიათ".
კაცი პოლიციელებმა გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ფაქტზე თვითმხილველების მოძიებას კი პოლიცია თავად ოჯახს სთხოვს.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები