''დასახიჩრებული და ნაწამები იყო... აიძულებდა, რომ წყლის ბოთლით ეცემა და გადაეღო,'' - დედა და მამინაცვალი 7 წლის ბავშვზე წლების განმავლობაში ძალადობდნენ
კრიმინალი - 21:31, 18 Jun, 2021     2470

უმძიმესი ამბავი - 7 წლის ბავშვზე დედა და მამინაცვალი წლების განმავლობაში ძალადობდნენ.

ფოტომასალა, რომელიც "ფორმულას" მიაწოდეს, ცანს, რომ მცირეწლოვანს კიდურები აქვს გაკოჭილი, სხეულზე ლურჯი ლაქები აღენიშნება და ხელები აქვს დამწვარი.

შემზარავი ფოტოები ხელში დედის მეგობრებს შემთხვევით ჩაუვარდათ. ისინი ამბობენ, რომ ძალადობის ამსახველი ფოტოების ავტორი მსხვერპლის დედაა.

7 წლის ბავშვს ხელები, სავარაუდოდ, დედამ დაუწვა. მისი მეგობრები ფორმულას უყვებიან, რომ მას შემდეგ, რაც მათი მეგობარი, დაახლოებით 3-4 წლის წინ მეორედ გათხოვდა, მისი და მისი შვილის კვალი დაკარგეს. მათი თქმით, მოძებნა ბევრჯერ სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ორი კვირის წინ კი მათთან კონტაქტზე ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ნათლია გავიდა, რომლისგანაც უმძიმესი მესიჯები და ფოტოები მიიღეს.

"ეს ბავშვი, ჩვენი საერთო მეგობრის შვილი, ბოლო 3 წელია გამქრალია. სრული შოკი მივიღე, როდესაც ვნახე ამ ბავშვის ფოტოები, როგორ მდგომარეობაშიც იყო - დასახიჩრებული, ნაწამები. ბავშვის მამინაცვალი დედას აიძულებდა, რომ შვილი ეცემა, ოღონდ თუ არ სცემდა უფრო უარესს მდგომარეობამდე მიიყვანდა თვითონ. შემდეგ ყველაფერი უნდა გადაეღო და ეჩვენებინა, რომ ნამდვილად გააკეთა.

აიძულებდა, რომ ეცემა წყლის ბოთლით, რომელიც არ ტოვებდა სილურჯეებს, ოღონდ სამწუხაროდ ბავშვს სილურჯეებზე მეტი კვალი აქვს. ნათლიას ინფორმაცია ჰქონდა ამ ბავშვის ცემის შესახებ, თუმცა მერე დედისგან იცოდა, რომ მსგავსი აღარაფერი ხდებოდა. ერთ-ერთ წაყვანაზე ბავშვი ნათლიას სთხოვდა, რომ უკან დედასთან არ წაეყვანა. ბავშვი სკოლაში უნდა დადიოდეს მაგრამ არ დადის", - ამბობს დედის ერთ-ერთი მეგობარი.

კიდევ ერთი მეგობარი აცხადებს, რომ ბავშვის ფოტოების გავრცელების შემდეგ ის ვერ იცნო, რადგან მცირეწლოვანი "ძალიან გამხდარი იყო".

"საერთო ჯგუფი გვაქვს მესენჯერში, სადაც ჩაყარეს სურათები. იკითხა ვინ იცნობს ამ ბავშვს. მე ვერ ვიცანი, რადგან ძალიან გამხდარია და შეცვლილია. ასეთი გამხდარი ეს ბავშვი არ მახსოვს", - თქვა მან.

მომხდარზე გამოძიება გუშინ დაიწყო. გუშინვე დააკავეს დედა და მამობილი. ბავშვები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42