ცხოვრებაში პირველად ნაყიდმა ლატარიის ბილეთმა მანანა ბეჟუაშვილს 50 000 ლარი მოაგებინა - ლატარიაში უკვე მოგებული და გაცემულია 52 მილიონ ლარზე მეტი
საზოგადოება - 17:05, 18 Jun, 2021     1269

ლატარიაში მოგეგებები გრძელდება, მოგება რომ რეალურია, მანანა ბეჟუაშვილმა ეს ფაქტი საკუთარ თავზე რამდენიმე დღის წინ გამოსცადა. მან, ცხოვრებაში პირველად, რუსთავში, ლატარიის ჯიხურში მხოლოდ ერთი მომენტალური ლატარია ,,7-11-21’’-ი შეიძინა და ჩანთაში მოათავსა. ვერც წამოიდგენდა, რომ ჩანთაში 50 000 ლარის ექვივალენტის მქონე ბილეთი ედო, სახლში მისულმა გადაფხიკა და მისთვის წარმოუდგენელი ამბავი აღმოაჩინა - მან მხოლოდ 3 ლარის ღირებულების ბილეთით 50 000 ლარი მოიგო.

,,ისეთი დაუჯერებელი ამბავი მოხდა ჩემს თავს, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი ვერასდროს. ბილეთის შეძენის დღეს დედას ოპერაციას ვუკეთებდი და რაღაცნაირად ცუდად ვგრძნობდი თავს, ლატარიის ბილეთი ყიდვით ვეცადე ყურადღება სხვა რაღაცაზე გადამეტანა და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამხელა თანხას მოვიგებდი’’ - გვიყვება მანანა ბეჟუაშვილი.

ქალბატონმა მანანამ თავისი მოგების ამბავი ოჯახის წევრებს სიურპრიზად შემოუნახა, მათ ლატრაიის თამაშით ოჯახში შემოსული სოლიდური შემოსავლის შესახებ ,,ლოტო 6/42’’-ის გათამაშების დროს, ტელეკომპანია ,,იმედის’’ პირდაპირ ეთერში შეიტყვეს. მაშინ, როდესაც დუტა სხირტლაძემ და ეკა ამირეჯიბმა მანანა ბეჟუაშვილს 50 000 ლარის მოგება მიულოცეს.

ქალბატონ მანანას ორი ქალიშვილი ჰყავს და მოგებულ თანხას სწორედ შვილების სწავლას მოახმარს.

,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ულოცავს ქალბატონ მანანა ბეჟუაშვილს მოგებას, თქვენ კი შეგახსენებთ, რომ იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42