სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2021 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4.5% შეადგინა.
2021 წლის პირველ კვარტალში, კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
შემდეგმა დარგებმა: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების
საქმიანობები (-54.0 პროცენტი), მშენებლობა (-19.4 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება
(-25.4 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-6.4 პროცენტი), ტრანსპორტი
და დასაწყობება (-9.0 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები
(-34.0 პროცენტი).
ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (24.0
პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (50.3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური
მომსახურების საქმიანობები (13.3 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (3.9 პროცენტი),
ინფორმაცია და კომუნიკაცია (16.8 პროცენტი).
მონაცემების მიხედვთ, 2021 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტად შემცირდა:
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 54%-ით;
მშენებლობა - 9.4%-ით;
ხელოვნება, გართობა და დასვენება - 25.4%-ით;
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 6.4%-ით;
ტრანსპორტი და დასაწყობება - 9%-ით;
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 34%-ით.
მასალის გამოყენების პირობები