როგორ მოქმედებს განსხვავებული რეგულაციები საყოველთაო ჯანდაცვაზე?
საზოგადოება - 13:06, 18 Jun, 2021     1128

თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებები ევროპაში ყოველწლიურად 700 000 ადამიანის სიკვდილს იწვევს. სწორედ ამიტომ, ევროკომისიის მიერ შემუშავებული “კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის” ინიციატივის მთავარ გამოწვევას თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება წარმოადგენს.

ჯანდაცვის ექსპერტები თამბაქოს ზიანის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებისა და ელექტრონულ სიგარეტების მნიშვნელობის შესახებ საუბრობენ. მიუხედავად ამისა, EURACTIV-ის კვლევის თანახმად, ევროკომისიის დირექტივა არ ითვალისწინებს თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესაძლო სარგებელს და დოკუმენტით გათვალისწინებული რეგულაციები ალტერნატიული მოწყობილობების მარკეტინგის, გაყიდვის მეთოდებისა და შეფუთვის საკითხებთან მიმართებით არარელევანტურია.

“თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებზე ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევების შედეგები პოზიტიურ განწყობას იწვევს და შესაძლებლობას გვაძლევს, ისინი ტრადიციული მოწევის ალტერნატივად განვიხილოთ. ბაზრის მომავალი განვითარებისა და ზიანის შემცირების მიზნით საჭიროა მოვახდინოთ არსებული რეგულაციების თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებთან ადაპტირება, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციური პროდუქტების ბაზრისა და “თამბაქოს პროდუქტების შესახებ დირექტივის” ურთიერთვასებადობას”, - ამბობს საბერძნეთის პატრას უნივერსიტეტის დოქტორი კონსტანტინოს ფარსალინოსი (Dr Konstantinos Farsalinos).

რეგულაციები ვრცელდება თამბაქოს პროდუქტის მარკეტინგზე, შეფუთვასა და კომერციალიზაციაზე, თუმცა მნიშვნელოვან გამოწვევას თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებზე დაწესებული გადასახადები წარმოადგენს.

“ევროკომისიის გადაწყვეტილებები თითქოს ეწინააღმდეგება ტრადიციულ თამბაქოსა და შემცირებული რისკის მქონე მოწყობილობებს შორის არსებულ განსხვავებას. კომისია გეგმავს, თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებზე ისეთივე მკაცრი შეზღუდვები, რეგულაციები და ფისკალური ვალდებულებები დააწესოს, როგორიც ტრადიციულ თამბაქოზე მოქმედებს”, - განაცხადა პიეტრო ფიოჩიმ, ევროპული პარლამენტისა და ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორთა ჯგუფის წევრმა.

დღეს საფრანგეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებში თამბაქოს დიფერენცირებული გადასახადი მოქმედებს, რაც ნიშნავს იმას, რომ თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით დაბალი ტარიფით იბეგრება. ვეროპის 35-მა ქვეყანამ კი შექმნა ახალი საგადასახადო კატეგორია თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობებისთვის - ერთგვაროვანი საგადასახადო ვალდებულება დაწესდა თამბაქოს წონაზე, რასაც ბაზარზე არსებული თამბაქოს სხვადასხვა ფორმითა და ტიპით ხსნიან. ასეთ ბაზრებს მიეკუთვნება დიდი ბრიტანეთი, დანია, ავსტრია, პოლონეთი.

არსებული მაჩვენებლების მიხედვით, დიფერენცირებული გადასახადის პირობებში, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები 60-70%-ით ნაკლები გადასახადით იბეგრება, ვიდრე ტრადიციული სიგარეტები.

მაგალითად, საბერძნეთში ელექტრონულ სიგარეტზე 71%-ით ნაკლები გადასახადი მოქმედებს. ანუ, ქვეყანაში ტრადიციული სიგარეტის ერთი შეკრა 2.85 ევროთი იბეგრება, გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობისთვის შექმნილ ღერებზე დაწესებული გადასახადი 0.83 ევროს უტოლდება, ხოლო ელექტრონულ სიგარეტზე კი 0.20 ევროა. საბერძნეთის მსგავსად, იტალიაში, სადაც ტრადიციულ სიგარეტზე დაწესებული გადასახადი 3.47 ევროა, გასახურებელ მოწყობილობაზე კი - 0.90, გადასახადებს შორის განსხვავება 74%-ია. საფრანგეთში ტრადიციულ სიგარეტზე ყველაზე მაღალი საგადასახადო ვალდებულება (7.05 ევრო) მოქმედებს, გასახურებელი თამბაქოს 20 ღერზე კი ეს მაჩვენებელი 4.02 ევროს უტოლდება.

მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აწესებს თამბაქოს გასახურებელ მოწყობილობაზე ტრადიციული თამბაქოს ფისკალურ ვალდებულებას. ასეთი სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნებიან: ისრაელი, კოლუმბია და საქართველო.

“ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ მოწევისთვის თავის დანებება საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენს, თუმცა, თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობებზე ტრადიციული თამბაქოს მსგავსი ვალდებულებების დაწესება მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ უარვყოფთ მრავალ სამეცნიერო მტკიცებულებას, რომელიც თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შემცირებულ რისკებსა და ტრადიციული მოწევის ჩანაცვლების პროცესში მათ შესაძლო სარგებელს ადასტურებს”, - განაცხადა პიეტრო ფიოჩიმ.

მისივე თქმით, მკაცრი რეგულაციებისა და შეზღუდვების დაწესება ხელს შეუწყობს ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას და კონტრაბანდას, რაც უარყოფითად აისახება როგორც ევროპის ქვეყნების ჯანდაცვაზე, ასევე ეკონომიკურ მდგომარეობაზეც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42