უკვე რამდენიმე დღეა, პოლონეთში 26 წლის დიტო ხელხელაურს ეძებენ, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა და ოჯახმა ამ დრომდე არ იცის, სად შეიძლება იმყოფებოდეს ახალგაზრდა ბიჭი.
როგორც ხელხელაურის დედა აღნიშნავს, მის ვაჟს პრობლემა არავისთან ჰქონია და გამორიცხავს ასევე, რომ დიტოს გაუჩინარება მის ყოფილ შეყვარებულთან არის რაიმე კავშირში. მაია ოჩიაურის განცხადებით, ის ესაუბრა მეზობელს, რომელმაც დიტო გაუჩნარებამდე რამდენიმე წუთით ადრე ნახა:
"ბოლოს ველაპარაკე ხუთშაბათს. ყოველდღე ველაპარაკებოდი, აბსოლუტურად ყველაფერს მიყვებოდა არ იყო ჩაკეტილი. მეორე დღეს ვურეკავდი და არ მიპასუხა. მომწერა, ცოტა ხანში დაგირეკავო. კარგი მეთქი ვუთხარი,წაიკითხა მესიჯი, მაგრამ არ მოუწერია. გოგოზე წერენ, აბსოლუტურად სისულელეა, იმ გოგოს ერთი წლის წინ დაშორდა. პოლონელ მეგობარს ველაპარაკე, გვერდით ცხოვრობს, მითხრა, რომ შაბათ დილით ჩვენ მაღაზიაში წავედითო, როცა გამოვედით მაღაზიიდან მანქანა გაჩერდა, დიტო ჩაჯდა და წავიდაო", - აცხადებს ოჩიაური.
მასალის გამოყენების პირობები