"შთამომავლობას ვუბარებ, უდაბნოში რომ გავხდე ავად, ვკვდებოდე და გარშემო არც ერთი სხვა ექიმი არ იყოს გიორგი ღოღობერიძის გარდა, ეს თაღლით მაიმუნი ახლოსაც არ მომაკარონ" - ბაკურ სვანიძე ღოღობერიძეზე
სოც.მედია - 12:48, 18 Jun, 2021     13113

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ექიმ გიორგი ღოღობერიძის ირგვლივ განვითარებულ სკანდალს, სოციალურ ქსელში ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

სვანიძე წერს, რომ ღოღობერიძის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი. მეტიც, მას თაღლითად და მაიმუნად მოიხსენიებს.

სვანიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"დილამშვიდობის. ეს დღეები მართლა ძალიან ბევრგან ვნახე კუზანოვასა და ღოღობერიძის თემაზე ატეხილი გაიწი-გამატარე. გამოვთქვი ჩემი აზრიც და ბევრგან გავხდი ხბო ს აღტყინებით შეპყრობილიდედაკაცების თავდასხმის მსხვერპლი... ამიტომ, მოდით ჩამოვაყალიბებ ზუსტად რას ვამბობ და რატომ. პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რადგან მე მაქვს ღოღობერიძის მიმართ უარყოფითი განწყობა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კუზანოვა მომწონს! და მოეშვით ასეთ უაზრო "დასკვნებს". როცა ერთმანეთს დასცხეს ნიკა გვარამიამ და ბაია პატარაიამ, რომელი მათანი ერთი ხო? ასეა აქაც! მაგრამ რადგან ერთი ამბავი უფრო ღოღობერიძეზეა ატეხილი, მასზე დავწერ და დავალაგებ რასაც ვამბობ. როგორც ყოველთვის, ჩემს მსჯელობას ავაგებ აქსიომებზე! პირველი -რამდენად გამართლებულია, როდესაც ადამიანს ექიმი ს ოფიციალური კვალიფიკაციაც არ აქვს ჯერ და ბედავს ასე თავხედად დაჯდეს და საჯარო დ მისცეს "რჩევები" მოსახლეობას? მე მგონია, რომ ეს პროფესია პირველ რიგში სწორედ გამოცდილებას და დიდ პრაქტიკას მოითხოვს! და "რჩევების" უფლება მხოლოდ ამის მერე უნდა მისცეს თავს ექიმმა! ზოგადად, პირადად მე ასეთი "ტელევიზორის ექიმების" საერთოდ არ მჯერა და ვინც კი სერიოზული და მაგარი ექიმი შემხვედრია ცხოვრებაში, არც ერთი არ მინახავს ტელევიზორებში და ინტერნეტში! სერიოზულ ექიმებს ამის დრო უბრალოდ არ აქვთ! მეორე - ტიპს "გმირ ს" უწოდებენ და ოდნავ უხერხულობა ს არ განიცდის! კაცურად, რატომაა ეს ტიპი "გმირი" კამერის წინ რომ დაჯდა და გვირჩია "ასპირინი მაშინ უნდა დალიოთ, როცა ის გჭირდებათ და როცა არ გჭირდებათ არ უნდა დალიოთო"? ამიტომაა გმირი? ცოტას ხომ არ აჭრაჭუნებთჰა? სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ ვწერდი სწორედ მასზე და მაშინ კუზანოვას ჭაჭანებაც არ იყო ამ მხრივ! და მთავარი - ტიპი იძახის საკუთარი კლინიკა უნდა გავხსნა და ფულები დამირიცხეთო! თაღლითობის კლასიკური ნიმუში! და ვისაც ეს მაიმუნობა გჯერათ, წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ რა თანხა სჭირდება კლინიკის გახსნას? რა ჯდება შენობა, რომელიც დააკმაყოფილებს კლინიკისთვის აუცილებელ სტანდარტს? რა ღირს სამედიცინო აპარატურა? ოდნავი წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ? ინტერნეტით აგროვებული ფულით კლინიკის გახსნა რამდენად რეალურად და შესაძლებლად მიგაჩნიათ? მთავარი "არგუმენტი" - არავის აძალებს გიორგი თანხის დარიცხვასო, ეს კეთილი ნებით" გროვდებაო - მეუბნებიან... ბიჯო! ვინმეს რომ აძალებდეს, ეგ "გამოძალ ა" იქნებოდა! "თაღლითბა" კი სწორედ ისაა, როცა არავინ არაფერს აძალებს, უბრალოდ ტიპი საზოგადოების ნაწილს აწვდის რაღაც სულელურ, უტოპიურ იდეას, აჯერებს და სწორედ "კეთილი ნებით" სტყუებს! (და არა სძალავს!) მათ თანხებს! ელემენტარულია ეს და სისულელეებს ნუ მპასუხობთ! დაბოლოს - საოცარი ფრაზა, რაც თავად ამ თაღლითმა ჩააგონა ამ ახბოვებულ დედაკაცებს - "მე უნდა გავხსნა პაციენტებზე ორიენტირებული კლინიკა" - აი, ჭეშმარიტი თაღლითის ფრაზა! ამას მოფიქრება არ უნდა კაცო? რას ნიშნავს "პაციენტებზე ორიენტირებული კლინიკა"? აბა, ზოგადად სამედიცინო დაწესებულება ვისზე უნდა იყოს ორიენტირებული? აჰ! გასაგებია! სხვა ყველა კლინიკა "ფულის კეთებაზეა" ორიენტირებული და ერთადერთმა წმინდა-ღოღომ უნდა გახსნას "პაციენტებზე ორიენტირებული კლინიკა" და იხსნას ბედკრული ქართველი პაციენტები.... "ვასიუკის" ქართული ვარიანტები... როგორ ვთქვა და განათლება უფრო გაკლიათ თუ აზროვნება? ნეტა თუ ხვდებით მაინც რომ ავლიპას პაციენტები ხართ რეალურად? მერე ზოგი ახბოვებული დედაკაცი მწერს, რატომ გვლანძღავო? - არადა ღოღოზე ოდნავ ჩემი აზრი გამოვთქვი და "გებელსი" მეძახეს! აი, იკაიფეთ, არც მეტი არც ნაკლები - გებელსი! თურმე 25 წლის ჯერ კიდევ რეზიდენტი ღოღო ანგრევს არსებულ სამედიცინო სისტემას და ჩვენ - გებელსები ხელს ვუშლით! - აი, სწორედ ასეთი აზროვნების მასა ხდება თაღლითების მსხვერპლი! ასეთი ხბოების არსებობით არსებობენ თაღლითები! სამწუხაროდ "ფეისბუქის" ფორმატი მეტის წერის საშუალებას აღარ იძლევა. იმედი მაქვს მარტივად და გასაგებად ვთქვი რაც ვთქვი! ჰო კიდევ - "კარგ ოჯახშია გაზრდილი" "პირადა დ ვიცნობ და კაი ბიჭია" - და მსგავსი უაზრო "არგუმენტაცია" არ დამიწეროთ რა! არაერთ ძალიან მაგარ ოჯახში გაზრდილს ვიცნობ პირადად, რომელიც თაღლითი და მაიმუნია! მე ჩემი ვთქვი და ვისაც კიდე ამ თაღლითი ტიპის გჯერათ და ენდობით, ურიცხეთ ფული და ასრულეთ მისი სულელური რჩევები! (და კუზანოვა აქ საერთოდ არაფერ შუაშია!!!!) მე პირადად შთამომავლობას ვუბარებ, უდაბნოში რომ გავხდე ავად, ვკვდებოდე და გარშემო არც ერთი სხვა ექიმი არ იყოს გიორგი ღოღობერიძის გარდა, ეს თაღლით მაიმუნი ახლოსაც არ მომაკარონ! ჯანმრთელობას და აზროვნებას გისურვებთ!"- წერს ბაკურ სვანიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42