2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. „ჯიპის” მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის – 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპნენ პოეტ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი – დემეტრე და ჯარჯი.
ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა და გელა დაიაურს მომხდარზე საუბარი დღემდე უჭირს. შემზარავი ამბიდან რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ მის ცხოვრებაში სიახლეა - გელა დაიაური შეყვარებულია.
"ის სრულყოფლი ბედნიერება ალბათ აღარასდროს იქნება… თუმცა ცხოვრება გრძელდება. დღესაც არ ვიცი ამ ამბავს როგორ შეხვდებიან. ადრეც ვამბობდი, რომ თუ შემხვდებოდა ადამიანი უკან არ დავიხევდი. შემხვდა ალბათ ადამიანი, რომელთან ერთადაც გადავწყვიტე, გავაგრძელო ცხოვრება. ძალიან კარგი ადამიანია. ამ ტრაგედიის მატარებელ ადამიანს, რომ დაუდგები გვერდით, ესეიგი ძლიერი უნდა იყო. სიმარტოვემ დამღალა. არასდროს მიძებნია ვინმე, ვერც ვერავინ შეცვლის თეოს, მაგრამ დამღალა მარტო ყოფნამ. არ მინდა, რომ მარტომ ვიცხოვრო… დავიღალე” – ამბობს გელა დაიაური გადაცემაში "ყვითელი ყუთი".
მასალის გამოყენების პირობები