"დაბადების დღეზე მელოდებიან… ნუ გიო, ნუ წახვალ, გთხოვ…“ – რას წერს შაქარაშვილის დედა შვილის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე
სოც.მედია - 11:49, 18 Jun, 2021     6480

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი, გასული წლის 18 ივნისს მცხეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა - ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა…

შაქარაშვილის დედა, თამუნა შავლაშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"-გიო, ხვალ მე თუ შენ?

-მე!

-თუ შენ, მაშინ მე გამომყევი, არავითარი სალონი, არავითარი იუბილე, მე და შენ მივდივართ სასამართლოში.

-ასეთი კატეგორიულიც ნუ იქნები, დაბადების დღეზე მელოდებიან.

-ნუ გიო, ნუ წახვალ, გთხოვ…

-დილას შენს საქმეზე წავიდეთ, შენ დაბეჯითებით და მტკიცედ ისაუბრე, ისე, როგორც იცი, სამართლიანად და შეუპოვრად. მე კი გვერდით გედგები უხილავად და გაგამხნევებ.

-ეგ კი, მაგრამ საღამოს?

-ნუ დაიჟინებ, სულ ცოტა ხნით გავქროლდები ქალაქგარეთ, ერთ გოგონას ოქროს იუბილედან ახალ ათვლას მივულოცავ და მალე წამოვალ.

-აღარ აღნიშნავს ის გოგონა დაბადების დღეს, გადაიფიქრა.

-შენ რა იცი?

-არა, არ ვიცი, მაგრამ იოტისოდენა თანაგრძნობის უნარი რომ გააჩნდეს, საკუთარი დაბადების დღე ყოველ წელს ძაძით უნდა შემოსოს!

-შენ რომ ასეთი არ ხარ, არც მსგავსი რამ რომ არ წამოგცდენია არასდროს, ახლა რა დაგემართა?

-რა და, რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ, იმას ვამბობ!

-მერე რატომ ფიქრობ ასე მკაცრად და სასტიკად?

-ალბათ გინდოდა გეთქვა, დამსახურებულად…

-კარგი, ნუ ჩაუღრმავდები ასე…

გადავიფიქრე, აღარ მივდივარ.

-რა კარგია, გადარჩები…

-კარგი, ვთქვათ მე გადავრჩი, სხვა?

იგივე გზაზე, იგივე ღამეს, იგივე ხალხის პირისპირ…

-შენ არა, მაშინ მე…

პ. ს. -ჰმ, მე სად წავიდე?..

-შენ მიშოს მიულოცე, ხვალ მისი დაბადების დღე არის, ოცი წლის იუბილე. შენკენ სავალი გზის ძებნაში მასაც ხომ შემოაღამდა…

-მიშო ისედაც სულ ჩემთან არის, წამითაც არ ვიშორებ გვერდიდან…

-შარშან ერთად რომ წასულიყავით, ნეტავ რა და როგორ იქნებოდა, გიო?..

-იგივე, რაც დღეს…" ,- წერს თამუნა შავლიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42