ინციდენტი ვარკეთილში - კაზინო 777-ის დაცვის სამსახურმა გუშინ საღამოს მოქალაქე სცემეს, რომელიც მათ დაწესებულებაში ხშირად დადიოდა.
შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე მამაკაცი კაზინოს შენობიდან დაცვამ გააგდო, რის გამოც მან დაცვის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა. ნაცემი მამაკაცი ფიქრობს, რომ დაცვის თანამშრომლებმა მასზე შური იძიეს:
"რამდენიმე დღის წინ გამომაძევეს ე.წ. კაზინო 777-დან ვარკეთილის ფილიალიდან და რომ ვკითხე რაზე, აი, ასე მინდაო, დღეს უნდა დაისვენეო. დაახლოებით 7 ის ნახევარი იქნებოდა, აი, ბიბლუსთან ვიდექი, მივდიოდი ვარკეთილში ვცხოვრობ, მეორე მიკროში, ლეკვისთის უნდა მეჭმია, ჩერდება დაცვის „ვიქტორიის“ მანქანა, გადმოდის კაზინო 7770-ის დაცვის ორი თანამშრომელი, ერთ-ერთს კარგად ვიცნობ და ულაპარაკოდ, უსიტყვოდ დამცხეს, უმოწყალოდ მცემეს.
საპატრულო მალე მოვიდა, მაგრამ აზრი რა არის? ისინი უკვე წასუკლები იყვნენ. საპატრულო მოვიდა, ვთქვით, რა მოხდა, ასე, ასე,ჩაიწერეს და წავიდნენ... პროტესტის ნიშნად ხელიც აღარ მომიწერია. სანამ საპატრულო და კრიმინალური პოლიცია მოვიდოდა, მოვიდა აქ აგენტი თეთრი ტაქსით, პრიუსით და რატომ აგინებდიო, ახლა გამომძიებელმდა დამირეკაო და დაიწყო გამოძიებაო" - განაცხადა მამაკაცმა.
კაზინოს დაცვის თანამშრომლები მომხდარ ინციდენტს უარყოფენ.
მასალის გამოყენების პირობები






