‘’აჭარაბეთი‘’ არის კომპანია, რომლისთვისაც სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მუდმივად ცდილობს წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში. „აჭარაბეთისთვის“ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაა. კომპანია მუდმივად ცდილობს, გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.
‘’აჭარაბეთმა” წარადგინა ამბასადორების სპეციალური ვებ-გვერდი სადაც გაერთიანებულია მათი ყველა მიმდინარე აქტივობა სპორტის მიმართულებით.
ამ დროისთვის კომპანიას 10-ზე მეტი საპატიო ელჩი ჰყავს, სპორტის სხვადასხვა სახეობიდან, მათ შორის არიან :გიგა ჭიკაძე,ილია თოფურია,თორნიკე ქიმაძე,ლაშა შავდათუაშვილი, გენო პეტრიაშვილი ,გურამ თუშიშვილი ,ვარლამ ლიპარტელიანი,ირმა ხეცურიანი,სტელა ანდრიუკი,ნინო ოძელაშვილი,ზაზა ნადირაძე,ავთო კენჭაძე,ნიკა კენჭაძე და ა.შ.
“აჭარაბეთმა” ქართული სპორტის დასახმარებლად უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში 8 მილიონზე მეტი ლარის ინვეტიცია განახორციელა და ამ ხნის განმავლობაში, 10 -ზე მეტ ფედერაციასთან და სპორტულ ორგანიზაციასთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა.
მასალის გამოყენების პირობები