სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი, მარიამ კუკუნაშვილი , ქმარმა მიატოვა- ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
მარიამი საუბრობს იმ ტკივილსა და მძიმე პერიოდზე და ამბობს, რომ ბავშვებთან ერთად ტიროდნენ და დიდი ტრავმა მიაყენა შვილებს.
მისივე თქმით, მეგობრებმაც , ია ფარულავამ და დალი ჩიტალაძემ, ზურგი აქციეს. მეტიც, ფარულავამ ჩატი შექმნა, სადაც მასზე ჭორაობდნენ.
"სექტემბერში პირადი ტრაგედია შემემთხვა. ქმარმა მოულოდნელად სხვა ქალის გამო მიმატოვა და ორი თვე ყოველ საღამოს ჩემს ატირებულ შვილებს ვეჯექი გვერდით და ოთხივე ერთად ვტიროდით. შვილები ისე მყავდა ტრავმირებული, ისიც კი მითხრეს 10 წლის ბავშვებმა, დნმ-ის ანალიზი ჩავიტაროთ, გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ნამდვილი დედა ხარ და შენც არ მიგვატოვებო.
ალბათ ისიც გახსოვთ, ია ფარულავას მაფიის ღამეები, მის მიერ შექმნილი სამეგობრო ჩატი, სადაც ის ხალხია , რომლებიც მიყვარდნენ და დღესაც მიყვარს, რომელთაც ჩემს ძვირფას დროს ვუთმობდი. ჰოდა, პირადი ამბავი ერთი კვირის მომხდარია და ფარულავა ჩატში წერს: ,, შენზე ამბობენ, აფრენს, კიდევ კარგი, გაიქცა შენი ქმარი, შენ ვინ გაგიძლებდა”. არავინ გამომსარჩლებია, არავის უგრძვნია ის, თუ რა ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვოდი. ჯგუფის ერთი წევრი მეორეს ჩემზე მესიჯს უგზავნიდა, ეგ მალე გაბოზდებაო. ბოლოს ჯგუფიდანაც წამშალეს. უბედური ვიყავი და ვის რაში ვჭირდებოდი…
თვეები არავის ვუკითხივარ ფარულავას ,,სასტავიდან”, არც ძონძების ექსპერტ ჩიტალაძე დალის,რომლის წყალობითაც, ისე ვერსად მივფრინავდი, ,,ჰერმესის” ,,დუხი” არ დაებარებინა _ გამომიყოლეო. ერთი კვირის წინ მომიკითხა, იშუამავლა ფულის თხოვნაში. პასუხი მიიღო და ფარულავასაც შევუთვალე, დენიკინის დროს დენიროსთან გადაღებული ფოტო ჩემთვის არაფერს ნიშნავს და ის, რაც ჩემთვის ღირებულია, შენ არ გაგაჩნია. სიყალბეში როგორ არ გეხუთებათ სული-მეთქი… ასეა, როცა გზა სამძიმოდ იქცევა, მრავალი იქცევა ,,მტრად”, მეგობრად _ არავინ.." ,- წერს კუკუნაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები