საკუთარ დიპლომს დალოდებოდა და შემდეგ მიეცა რჩევები - ნინო ნადირაძის პირველი კომენტარი ღოღობერიძის კრიტიკის შემდეგ
სოც.მედია - 21:10, 17 Jun, 2021     9488

ექიმების ნინო ნადირაძისა და გიორგი ღოღობერიძის შორის დაპირისპირებას მთელი დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ.

გიორგის ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი და მის გასამხნევებლად ბევრი პოსტი დაიწერა.

ამბავს თავად გიორგი ღოღობერიძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ ეგონა ხალხი ასე თუ დაუდგებოდა გვერდში.

ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებდა ნინო ნადირაძე, თუმცა ცოტა ხნის წინ მან პირველი კომენტარი "პრაიმტაიმთან" გააკეთა.

როგორც ნადირაძე ამბობს, გიორგი ღოღობერიძის მიმართ არანაირი პროტესტი არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ ყველამ თავის კომპეტენციის ფარგლებში უნდა იმოქმედოს.

"მე პოლემიკაში არ შევსულვარ, უბრალოდ დავსვი შეკითხვა. თავის დროზე, როდესაც „ლანცეტში“ ლიცენზიის საკითხები იხილებოდა, ამის გამო დავუპირისპირდი ყოფილ მფლობელს და წამოვედი კლინიკიდან – არალიცენზირებული სპეციალისტები გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდნენ.

ეს ხალხის უფლებაა მოსწონდეთ, დაუჯერონ, ამ საკითხში ბევრად მეტი სიფრთხილეა საჭირო. მე შეცდომებს არ ვაფიქსირებ, შესაძლოა, ჯერ არაფერში დაუშვია, მაგრამ ასე რომ მოხდეს? ამ დროს პასუხისმგებელი ვინ არის?! როცა არ ხარ ლიცენზირებული სპეციალისტი, არ ხარ პასუხისმგებელი, შესაბამისად, ბევრად მარტივად შეგიძლია საუბარი.

არსებობს სამედიცინო საქმიანობის რეგულაციის კანონი, რომელიც კრძალავს სამედიცინო საქმიანობის წარმოებას, თუ არ გაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. რჩევებს არავის მივცემ ის საკითხში, რომელიც ჩემი ვიწრო სპეციალობა არაა. ყველამ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უნდა იმოქმედოს. ვფიქრობ, როცა ბატონი გიორგი აიღებს დიპლომს და როდესაც თავისი დამოუკიდებლად გატარებული პაციენტები ეყოლება, როდესაც ეს პასუხისმგებლობა იქნება მისთვის თვალსაჩინო, მერე უფრო სიფრთხილით მოეკიდება. არანაირი პროტესტი მის მიმართ არ გამაჩნია.

ადამიანი საკუთარ დიპლომს დალოდებოდა და შემდეგ მიეცა რჩევები. ძალიან მარტივია, როდესაც პასუხისმგებლობა არ გაქვს, შარს ვერავინ მოგდებს, ვერ მოგედავებიან. მინდა მას წარმატება ვუსურვო. მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. უბრალოდ, როდესაც ასეთ საკითხებს ეხება მეტი სიფრთხილე მართებს. მაშინ ნუ იქნება დიპლომები საჭირო“, – ამბობს ნადირაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42