ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე , თამარ გაბუნია, ვაქცინაციის პროცესზე საუბრობს და აცხადებს, რომ სექტემრიდან აქვთ მოლოდინი, რომ “ნოვავაქსი” და "ჯონსონი და ჯონსონი“ შემოვა საქართველოში.
გაბუნია მიიჩნევს, ივლისიდან ვაქცინაციის პროგრამაში სერიოზული გარდატეხა დაიწყება.
"ვფიქრობთ, რომ ივლისის თვიდან ვაქცინაციის პროგრამაში სერიოზული გარდატეხა დაიწყება, იმ კუთხით რომ ვაქცინაციის პროგრამის გაშლას და ვაქცინაციის ტემპების გაფართოებას შევძლებთ. ზოგადად ჩვენ გვჭირდება 4 მილიონამდე ვაქცინის დოზა, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60 % ვაქცინირებული იყოს. ამ დოზების რაოდენობის უდიდესი ნაწილი უკვე დაგეგმილი და განსაზღვრულია, მოწოდების ვადები ზუსტდება და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე აქტიური კამპანიის გახსნა გვექნება, როგორც „სინოვაკის“, „სინოფარმის“, „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“ და სექტემბრიდან გვაქვს მოლოდინი, რომ “ნოვავაქსი” და ასევე „ჯონსონი და ჯონსონი“ დაემატება ჩვენს არჩევანს, რომელიც „კოვაქსის“ პლატფორმიდან შეგვიძლია მივიღოთ“, - თქვა თამარ გაბუნიამ.
მასალის გამოყენების პირობები






