“პრაიმშოუს” გუშნდელ ეპიზოდს, სადაც გიორგი ღოღობერიძეს გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი დაუპირისპირდა, უამრავი მოქალაქე გამოეხმაურა. ექიმს რომელიც პანდემიის პერიოდში ხალხს ამხნევებდა რჩევებს აძლევდა ძალიან ბევრმა ადამიანმა მხარდაჭერა გამოუცხადა.
გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მადლობას უხდის. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“არ ვიცი… მართლა არ ველოდი… ანუ არ მეგონა, თუ ხალხი ასე დამიდგებოდა გვერდით… თითოეულ თქვენგანს უდიდესი მადლობა… ძალიან მეუხერხულა, რომ თქვენი ყურადღება მივიქციე… მართლა ძალიან დიდი ბოდიში და ყველას განსაკუთრებული მადლობა… ყველას , ყველას უკლებრივ… ყველა თქვენგანის ეს მხარდაჭერა ვნახე, ვიგრძენი და იმ იმედით მივიღე, რომ თუ ოდესმე რამე გავხდები, სიკეთითვე დაგიბრუნოთ…პ.ს. მე მჯერა, რომ არც მათ სურდათ ჩემთვის ცუდი და არც მე- მათთვის” – წერს ღოღობერიძე.
მასალის გამოყენების პირობები