ნუცა ბუზალაძე: ჩემი სამწლიანი ურთიერთობის დასრულება ძალიან განვიცადე, მეორე დღეს რუსულ პროექტში გამოვდიოდი და საგრიმიოროში ვიტირე...
საზოგადოება - 16:40, 17 Jun, 2021     2389

მომღერალიმანუცა ბუზალაძემ გადაცემაში „სთორი“ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. გარკვეული პერიოდის წინ ნუცა აქვეყნებდა ფოტოებს თავის რჩეულთან ერთად, თუმცა როგორც დღეს ამბობს, ეს ურთიერთობა დასრულებულია.

„თუ ბიჭმა მაგრძნობინა, რომ კონკურენცია მაქვს სხვა გოგოსთან, საერთოდ არ მომინდება ასეთი ურთიერთობა. იქაც თუ არ ვიგრძენი პირველობა, არ მინდა. თუ ურთიერთობაში ქალს უწევს ბრძოლა, ის კაცი ქალის ღირსი არ არის.

ჩემს ცხოვრებაში პირველი სიყვარული 19 წლის ასაკში გაჩნდა. ძალიან საყვარელი ვარ შეყვარებული. უფრო გიჟი ვხდები. შემიძლია, არაადეკვატური რაღაცები გავაკეთო.

სულ ცხოვრებაში მქონდა ორი ურთიერთობა, პირველი იყო ნამდვილი სიყვარული, მეორე არა და ორივეს დასრულება ჩემი ბრალი იყო. მე ძალიან სწრაფად ვვითარდები და თუ ადამიანი ვერ მომყვება, ინტერესს ვკარგავ და სიყვარულიც ქრება.

ლიდერი შემიძლია ვიყო საქმეში, ურთიერთობებში არ ვარ, რადიკალურად სხვანაირი ვარ, მაგრამ განვითარებაზე ვსაუბრობ. უნდა მომყვებოდეს ადამიანი, მერე თვითონ აღარ მსიამოვნებს იმ ურთიერთობაში დარჩენა, ძალით ვერაფერს ვაკეთებ. სამწუხაროდ, ორივე ურთიერთობა ჩემ გამო დასრულდა…“-თქვა მომღერალმა.

თათია შარანგიას კითხვაზე, როგორ დაასრულა სამწლიანი ურთიერთობა, ნუცამ ასე უპასუხა:

„ძალიან განვიცადე. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც მეორე დღეს მქონდა გამოსვლა რუსულ პროექტში, სადაც ასი კაცი ადგა. მახსოვს, ნამტირალევი ვიყავი და მაკიაჟსაც რომ მიკეთებდნენ, მაშინაც ვტიროდი. მაგრამ მაგას ვამბობ, რომ შემიძლია კარეირაში სხვა ვიყო და პირადში სხვა…“ - ამბობს ნუცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42