საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ნინოწმინდის პანსიონის ბავშები ყველას დაავიწყდა და მხოლოდ შენობაში შესვლა ახსოვთ. მისი თქმით, ბენეფიციარები ცოტა ხანში ტელევიზიებისგან იქნებიან დასაცავი. ჯაღმაიძემ მოუწოდა ტელევიზიებს, შტურმი დაამთავრონ:
"არის ძალიან პოზიტიური პროცესები ამ დაძაბულ ვითარებაში მეუფე იაკობმა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოასწრო უკვე ამ მცირე ხანში. მე მგონია, რომ დაგვავწიყდა ბავშვები, გავხსოვს მარტო როგორ შევაღწიოთ შიგნით. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თითქოს ეკლესიისაგან უნდა დაეცვათ ბავშვები და დამთავრდება იმით, რომ ტელევიზიებისგან იქნებიან ბავშვები დასაცავი ცოტა ხანში, შტურმი დავამთავროთ ბავშვებს ვაცადოთ, რომ მშვიდ გარემოში იცხოვრონ", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, ამ წუთებში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი, რომელიც რამდენიმე დღის წინ პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა, შეხვედრას მართავენ.
მასალის გამოყენების პირობები






