გერმანულმა კორონავირუსის ვაქცინამ მარცხი განიცადა
COVID-19 - 09:15, 17 Jun, 2021     1915

კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც წარმოებულია გერმანიის CureVac– ის მიერ, კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მხოლოდ 47%-ით ეფექტურია, - "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ ფარმაცევტულმა კომპანიამ განაცხადა.

"ვაქცინის საშუალო ეფექტურობა ნებისმიერი სიმძიმის კოვიდ 19-ის დაავადების წინააღმდეგ 47%-ია და არ აკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ სტატისტიკური წარმატების კრიტერიუმებს", - ნათქვამია კომპანიის მიერ შუალედური ანალიზის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, კვლევა 40 000 მოხალისეზე გამოვლენილ ინფიცირების 134 შემთხვევის საფუძველზე ჩატარდა. CureVac-ი მარცხის მიზეზად ვირუსის ვარიანტებს ასახელებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ფრანც-ვერნერ ჰაასის განმარტებით, შუალედურმა შედეგებმა აჩვენა, რომ დაინფიცირების 134 შემთხვევიდან ვირუსის თავდაპირველი ვარიანტი მხოლოდ ერთი იყო, დანარჩენი კი ვირუსის სხვადასხვა ვარიანტზე მოდიოდა.

"ეს ხაზს უსვამს მომავალი თაობის ვაქცინების შექმნის აუცილებლობას, ვინაიდან ვირუსის ახალი ვარიანტების წარმოშობა გრძელდება," - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.

CureVac-ის ვაქცინა Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების მსგავსად mRNA ტექნოლოგიას ეფუძნება. თუმცა, აღნიშნულმა ვაქცინებმა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ 90 %-ზე მეტი ეფექტურობა აჩვენეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ვაქცინის გამოყენება ღირს, თუკი მისი ეფექტურობა 50% -ზე მეტია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42