“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელი, თემურ ჭყონია კრიშტიანო რონალდუს საქციელს გამოეხმაურა და ფეხბურთელს “ხეპრე” უწოდა.
“ვითომ რაღაც გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო. ჯერ ერთი, უწესობაა მაშინ, როცა მთელი ჩემპიონატის სპონსორია “კოკა-კოლა”. მეორეც, არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ელვის პრესლი უკეთებდა რეკლამას “კოკა-კოლას” და ვინ არის რონალდუ ელვის პრესლისთან? ნული. მისი დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ და ახლა დამთავრებულია მისი საქმე ჩემს თვალში. ვითომ მაგარია. მაგასაც ვნახავთ, ჩემპიონატი რომ დამთავრდება, როგორი მაგარია”, – განაცხადა ჭყონიამ “ბიზნეს ფორმულასთან” საუბარში.
შეგახსენებთ, კრიშტიანომ უნგრეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კოკა-კოლაზე უარი თქვა, ბოთლები გვერდზე გადადო და საზოგადოებას წყლის დალევისაკენ მოუწოდა.
რონალდუს საქციელის შემდეგ კოკა-კოლას აქციების ფასი 1.6 პროცენტით, ხოლო სამშაბათს მისი ღირებულება დაახლოებით 4 მილიარდი დოლარით შემცირდა.
მასალის გამოყენების პირობები