"მუყაოს ყუთი მომცა და მითხრა, ბავშვი ამით დამარხეო… არ ვიცი, მიწას ვინ მივაბარე" – ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი დუმილს არღვევს (შემზარავი ისტორია)
საზოგადოება - 13:02, 16 Jun, 2021     5817

მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან გამოჟონა ინფორმაციამ და აგორდა დიდი სკანდალი დუმილი დაარღვია სხვადასხვა ბავშვთა სახლებში მცხოვრებმა ყოფილმა ბენეფიციარებმა.

ადამიანები ყვებიან შემზარავ, დაუჯერებელ და სასტიკ ისტორიებს, რომლის ნაწილიც იყვნენ წლების განმავლობაში.

ამჯერად, სენაკის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი, რომელიც სრულწლოვანი ასაკში იმავე ინსტიტუციაში დასაქმდა, შემაძრწუნებელ ისტორიაზე საჯაროდ და ხმამაღლა აკალაპარაკდა. როგორც ვალერი ჩიტაია ამბობს, ის ბავშვთა სახლის მაშინდელმა დირექტორმა აიძულა, პატარა ბავშვი მუყაოს ყუთით დაეკრძალა.

მისივე ინფორმაციით, პატარა ზრუნვის დაწესებულებაში დაუდევრობით დაიღუპა, ფაქტი კი იმიტომ მიიჩქმალა, რომ მოზარდს არავინ აკითხავდა და მას “უპატრონოს” ეძახდნენ.

ვალერი ჩიტაიას თქმით, მან იცოდა, რომ იძულებით, მაგრამ მაინც დანაშაულს ჩადიოდა და სწორედ ამიტომ, მომხდარზე სახალხო დამცველს ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც შემდგომ შესაბამის ანაგრიშში მოხვდა.

"როცა სენაკის ბავშვთა სახლი უნდა დამეტოვებინა იმ მიზეზით, რომ სრულწლოვანი გავხდი და იქ ცხოვრების უფლება აღარ მქონდა, დამხმარედ მაინც დაწესებულებაში დამტოვეს. სწორედ მაშინ, იმდროინდელმა დირექტორმა, ნ.მ-მ მაიძულა, ბავშვთა სახლში დაუდევრობით გარდაცვლილი პატარა ბავშვი დამესაფლავებინა.

მომცა მუყაოს ყუთი და მითხრა, ბავშვის გვამი ამაში ჩაასვენე და დამარხეო. სამწუხაროდ, პატარას სახელი და გვარი არ ვიცოდი, არ ვიცი, მიწას ვინ მივაბარე…

ვიცოდი, რომ ეს უკანონობა იყო და სასწრაფოდ, სახალხო დამცველის აპარატს მომხდარის შესახებ ყველა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მივაწოდე, რომელიც მოგვიანებით, უწყების ანგარიშში ასახეს.

ახლა, დუმილი ნინოწმინდაში მომხდარის გამო საჯაროდ დავარღვიე. ჩემი მიზანი, უკანონობის მოსპობაა და როცა სხვადასხვა ტელევიზიებში იმ ადამიანებს, როგორც ექსპერტებს, ბავშვთა უფლებადამცველებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ვუსმენ, გული მისკდება, რადგან მათი უმრავლესობა სწორედ ამ ფაქტის დროს, საჯარო მოხელე იყო და სოციალური მომსახურების სააგენტოსა თუ სხვა უწყებებში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

ახლა კი, გამოდიან და ნინოწმინდაში მომხდარს გმობენ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი დასაგმობია, მაგრამ მათ თუ ბავშვთა უფლებები რეალურად აწუხებთ, რატომ არ “შეწუხდნენ” სენაკში მომხდარზე? ალბათ იმიტომ, რომ ახლა, ამ წუხილისთვის მრავალათასიანი გრანტები მოიპოვეს…

მაშინ, იცით ეს ადამიანები რას ამბობდნენ? ექსპერტიზის გარეშე დაასაფლავეთ პატარას უსულო სხეული, რადგან მომკითხავი არავინ ჰყავდა, უპატრონოა და მომჩივანიც არავინ იქნებაო, დღეს კი იგივე ადამიანები გულმხურვალე დამცველები არიან? გაგვცენ ამ კითხვაზე პასუხი…” – ამბობს ვალერი ჩიტაია "პრაიმტა8მთან" საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42