საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დეტალურად გამოკვლეული უნდა იქნეს ყველა ის ბრალდება, რომელიც ნინოწმინდის პანსიონის მისამართით ისმის
მისივე თქმით, არსებობს ეჭვი, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონების ყოფილი, თუ ამჟამინდელი ბინადრები, სკანდალურ განცხადებებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ აკეთებენ.
"გამოსაკვლევია ის, რომ რკინის კეტით სცემდნენ ბავშვს, გამოსაკვლევია, რომ "პოლის ჯოხი" გადაატეხეს თავზე, გამოსაკვლევია ის, რომ 2 დღე ღამის განმავლობაში ბავშვი არ დააძინეს, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ არ უნდა დააძინონ ბავშვი. ეს ჩვეულებრივი ამბავი არაა, ჩვეულებრივი ნათქვამი არაა , ამას სჭირდება გამოძიება, ერთმა სადისტმა აღმზრდელმა არ დააძინა 2 დღე-ღამის განმავლობაში თუ რამდენიმე მორიგეობდა, რომ ბავშვს არ დაეძინა, ხომ გამოსაკვლევია დაუჯერებელი ამბავია, მე ვერ წარმომიდგენია, რომ "პოლის ჯოხის" გადატეხის შემდეგ ბავშვი დარჩეს ჯანმრთელი," - აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე "ღამის კურიერში".
მასალის გამოყენების პირობები






