პროტესტის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, არ მოახდინონ სამშენებლო უბანზე მისასვლელი გზების ბლოკირება. მნიშვნელოვანია ამ ვალდებულებების შესრულება” — დირკ ბუშლე
საზოგადოება - 18:23, 15 Jun, 2021     1148

ევროპის ენერგეტიკული საბჭო დირკ ბუშლეს მიერ გამართული მედიაციის პირველ რაუნდს აჯამებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პირველ
ეტაპზე მნიშვნელოვანია ხეობაში ვითარების განმუხტვა, რაც ხელისუფლების მხრიდან ბარიერების მოხსნასა და გუშაგების მხრიდან ბლოკირებაზე უარის თქმაში უნდა გამოიხატოს. გთავაზობთ დოკუმენტის სრულ თარგმანს:

“ამ შაბათს, ქალაქგარეთ, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს მთავრობას შორის გაიმართა მოლაპარაკებების პირველი შეხვედრა, მდინარე რიონზე ნამახვანჰესის პროექტის საკითხთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ რიგ სამოქმედო ღონისძიებებზე სამ მთავარ თემასთან მიმართებაში: მშენებლობისა და გარემოსდაცვითი ნებართვების პირობების ეფექტური და გამჭვირვალე კონტროლი და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მათი განხილვა, რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაცია და ღია დებატები საქართველოს სამომავლო ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის ეროვნული გეგმის პროექტის გათვალისწინებით. მოლაპარაკებები ჩატარდა დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის სამდივნოს მედიაციით.

მოლაპარაკებების მედიატორი, დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლე, აკეთებს ამგვარ დასკვნას: „ამ ღონისძიებათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელია სიტუაციის დეესკალაცია ადგილზე, რიონის ხეობაში. უნდა აღდგეს მშვიდობიანი პროტესტისა და ხეობაში გადაადგილების შესაძლებლობა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ადამიანებისა და ქონების უსაფრთხოება - ორივე მხარეს. შესაბამისი ზომების გატარება, უპირველეს ყოვლისა, მთავრობის პასუხისმგებლობაა. მან აიღო ვალდებულება, მოხსნას ბარიკადები და უზრუნველყოს გადაადგილების შესაძლებლობა მთავარ გზაზე. იგი, ასევე, გააკეთებს განმარტებას მომიტინგეთა დაკავების საკითხზე. მეორეს მხრივ, პროტესტის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, არ მოახდინონ სამშენებლო უბანზე მისასვლელი გზების ბლოკირება. მნიშვნელოვანია ამ ვალდებულებების შესრულება. სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის ნდობის აღდგენისთვის და მოლაპარაკების პერიოდში შეუქცევადი ზომების თავიდან ასაცილებლად, ყველა მონაწილე მხარემ უნდა გამოიჩინოს საჭირო თავშეკავება და იქონიოს კავშირი ერთმანეთთან. ეს მოგვცემს მედიაციის პროცესის გაგრძელების საშუალებას.“

ლინკი : https://www.energy-community.org/news/Energy-Community-News/2021/06/15.html?fbclid=IwAR26mqZMiahHrJgH-uSQ6yxdLGSfzmALABQ7f2aTbg2eLhhDtWcTW2HJXMo





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42