თუ ბავშვების გაყვანის პროცესი გაჩერდა, მონიტორინგს განვახორციელებთ - ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონზე
საზოგადოება - 15:24, 15 Jun, 2021     954

სახალხო დამცველი განცხადებით, ბოლო პერიოდში ომბუდსმენის აპარატი ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგისგან თავს იკავებდა, რათა ბავშვებისთვის დამატებითი სტრესული გარემო არ შეექმნათ.

ომბუდსმენის თქმით, თუ უახლოეს დღეებში პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი შეჩერდებასახალხო დამცელის მონიტორის ჯგუფი მონიტორინგისთვის ნინოწმინდაში ჩავა.

"თუ უახლოეს დღეებში დავინახეთ, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანისა და მათი ოჯახებში ინტეგრაციის პროცესი გაჩერდა და არ განხორციელდა ისე აქტიურად, როგორც ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ განვახორციელოთ მონიტორინგი",- თქვა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიას თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მას მოლოდინი აქვს, რომ პანსიონში მონიტორინგისთვის შეუშვებენ. როგორც ლომჯარია აღნიშნავს, ბავშთა უფლებების დაცვის მიმართულებით უპრეცედენტო პროცესები დაიწყო.

"მე მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ შევძლებთ მონიტორინგის განხორციელების საშუალებას, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს.

პირველ რიგში ის, რომ დაიწყო უპრეცედენტო პროცესი ბავშვთა უფლებრივი დაცვის მიმართულებით, რაზეც წლებია ვსაუბრობთ და სახელმწიფოს არანაირი რეაგირება და ნაბიჯები არ ჰქონია. დაიწყო დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, მათ შორის რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონების მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საშუალება გვექნება იქ შევიდეთ და მონიტორინგი განვახიორციელოთ",-თქვა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42