გადაწყვეტილება მიღებულია - აბიტურიენტები, რომლებსაც კოვიდი დაუდასტურდებათ, გამოცდების ჩაბარებას 2 კვირის მერე შეძლებენ
საზოგადოება - 14:21, 15 Jun, 2021     1126

აბიტურიენტები, რომლებსაც ეროვნული გამოცდების პერიოდში კორონავირუსი დაუდასტურდებათ, საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან.

​როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინფიცირების შემთხვევაში აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება 2 კვირის შემდეგ, საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით შეეძლებათ.

"მიუხედავად არსებული სიტუაციისა, საგამოცდო პერიოდში დადასტურებული კოვიდის შემთხვევაში, არცერთი გამოსაცდელი პირი არ დარჩება საგამოცდო პროცესის მიღმა. დაგეგმილია დამატებითი საგამოცდო სესიების ჩატარება და შესაბამისად, ყველა საგანში ჩატარდება დამატებითი გამოცდა იმ პირებისთვის, რომლებსაც დაუდასტურდებათ კოვიდი საგამოცდო პერიოდში. ეს პერიოდი განისაზღვრება 14 დღით. არაუადრეს 14 დღისა, ეს პირები დაშვებული იქნებიან გეოგრაფიული დაფარვის მიხედვით შესაბამის საგამოცდო ცენტრებში და მათთვის საგანგებოდ იქნება ცხრილი შედგენილი", - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

ამასთან, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ თქვა, რომ ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინე სივრცეებს იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული Covid-19.

მანვე გამოსაცდელებს მოუწოდა, იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით:

  • მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
  • მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;
  • ​დაიმუშავონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42