საოკუპაციო რეჟიმის მიერ, უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის ოჯახი ერგნეთში ჩავა.
ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით მე-100 შეხვედრა უნდა გაიმართოს.
შეხვედრას დაესწრება ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდტი.
ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გამოიყენებენ ყველა შანსს, რათა ზაზა გახელაძეს ოკუპანტების ტყვეობიდან დაიხსნან.
უკანონო პატიმრის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლებისგან მოტყუებულები დარჩნენ - ირაკლი ღარიბაშვილმა და არჩილ თალაკვაძემ მათთვის მიცემული პირობა არ შეასრულეს და ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგეს.
ისინი ზაზა გახელაძის 23 ივნისამდე გათავისუფლებას ითხოვენ - ამ დღეს ის 34 წლის ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
მასალის გამოყენების პირობები






