“სოფოს გარდაცვალების შემდეგ ობოლი ბავშვივით დავრჩი… გვეგონა, რომ გადავრჩით, მაგრამ…“-ნინო შუბლაძე
საზოგადოება - 10:47, 15 Jun, 2021     1493

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე დის, სოფოს გარდაცვალების შესახებ პირველად საუბრობს. მისი ინტერვიუ „რუსთავი 2“-ზე ახალ სამედიცინო გადაცემაში „ექიმები“ გავა.

ცნობილი ჟურნალისტი ამბობს:

„ძალიან უცნაურად დაიწყო სოფოს კოვიდისტორია. არ ვიცოდით საერთოდ, რომ კოვიდინფიცირებული იყო. ჯერ ფეხი ასტკივდა, ვიფიქრეთ, რომ ფეხია და მივხედეთ ფეხს. მერე ინსულტივით ჰქონდა თავში, მეტყველება აერია, წავედით ნევროლოგთან. სოფომ ძალიან დაიკლო წონაში და მგონი, ლავიწის ძვლები მაქვს არეულიო. წავიდა რენტგენის გადასაღებად და იქ უთხრეს, რომ ფილტვში გაქვს პრობლემაო. კატეზე ექიმმა რომ შეხედა, უთხრა, რომ ან კოვიდი ჰქონდა, ან გადაიტანა უკვე. სისხლში ბევრი ანტისხეული აღმოაჩნდა. ასე დაიწყო ჩვენი პოსტკოვიდ ჯოჯოხეთი. სასწრაფოდ გადავიყვანეთ საავადმყოფოში, რადგან სუნთქვა უჭირდა. ძალიან ცუდად ყოფილა, უტირია, აღარ შემიძლიაო, მაგრამ ხუთ წუთში დამირეკავდა, არ ინერვიულო, ჩავისუნთქეო… ეს ყოფილა ჯოჯოხეთი, ძალიან მძიმე ბრძოლა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, ცოტა ღმერთიც დამეხმაროსო. გვეგონა, რომ გადავრჩით, დღე-დღეზე უნდა გამოეწერათ, მაგრამ… კლინიკაში მეორედ შეეყარა კოვიდი. მანდ უკვე მივხვდით, რომ ვერ გადავრჩებოდით. იმდენი ვიბრძოლეთ, დეტალებში ხომ არ მოვყვები, გავდიოდით ფინალში… ისე დამძიმდა ფილტვები, იქიდან სასწრაფოდ გადავიყვანეთ რესპუბლიკურში, ერთ დღეს რომ 18-ქულიანი დაზიანება ჰქონდა, მეორე დღეს 20 და შემდეგ მაქსიმუმი, 24. დარწმუნებული იყო, რომ მოერეოდა, მაგრამ მაინც ეშინოდა, რადგან დიაბეტი ჰქონდა. სამწუხაროდ, ორ კოვიდს ვეღარ მოერია… სოფო იყო ყველაფერი, სოფო, მიშველე, რა ვქნა, შენ მირჩიე… ობოლი ბავშვივით დავრჩი…“-ამბობა ნინო შუბლაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42