"სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი" - პომპეის საგანძური ვანის მუზეუმში გამოიფინება
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:38, 15 Jun, 2021     1348


2021 წლის ივლის-აგვისტოში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით გამოფენა - „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი" გაიმართება. საქართველოში პირველად იქნება წარმოდგენილი ანტიკური სამყაროს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელსაც ახ. წ. 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის პომპეის ისტორია ეწოდება. მას შემდეგ, რაც 1748 წელს პომპეის ისტორიის გაცოცხლება მისი აღმოჩენით დაიწყო, ის, როგორც კარგად შემონახული ქალაქი, ანტიკური კულტურის კვლევის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

2020 წელს, ათწლიანი სამუშაოების შემდეგ, განახლებული ვანის მუზეუმში „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი" პირველი დროებითი გამოფენა იქნება. მნახველს შესაძლებლობა ექნება იხილოს მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან. ექსპოზიცია სპეციალურად მომზადდა საქართველოსთვის.

სიმბოლურია, რომ გამოფენას ვანი მასპინძლობს, რომელიც მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ გაიცნო სწორედ როგორც „ძველი კოლხეთის პომპეი". Vani une Pompéi géorgienne ასე ეწოდება ოთარ ლორთქიფანიძის წიგნს, რომელიც 1995 წელს საფრანგეთში გამოიცა. ვანი - ძვ. წ. VIII-I საუკუნეებში კოლხეთის სამეფოს მთავარი რელიგიური ცენტრი - ასევე სასტიკად იქნა განადგურებული, მაგრამ მტრის ხელით. დღეს კი, ისევე როგორც პომპეიში, ვანის ნაქალაქარის ვრცელ ტერიტორიაზე განლაგებულ სატაძრო ქალაქის ნანგრევებს შორის სიარულით შეგიძლია დროში იმოგზაურო, ხოლო განახლებულ მუზეუმში წარმოდგენილი არქეოლოგიური არტეფაქტები ერთად გააცოცხლებენ ანტიკური სამყაროს ამ ორი გამორჩეული ქალაქის დიდებულ წარსულს.

გამოფენის მხარდამჭერია თიბისი. ერთობლივად განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტის შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თიბისი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის პოპულარიზაციის მიზნით, მასშტაბურ, გრძელვადიან თანამშრომლობას აგრძელებენ. თიბისი უკვე მესამე წელია აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან სამეცნიერო, კულტურულ და საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და ამ პარტნიორობის ფარგლებში არაერთი სასარგებლო ინიციატივა განხორციელდა, რომელიც საზოგადოებას ახალი ცოდნის მიღების და მუდმივი აღმოჩენების კეთების საშუალებას თანამედროვე ფორმატების მეშვეობით აძლევს.

აღნიშნული გამოფენა ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. 2017-2019 წლებში საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იყო იტალიური რენესანსისა და ბაროკოს, მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული ეტაპების უმნიშვნელოვანესი ავტორების შედევრები: მიქელანჯელო ბუონაროტის, სანდრო ბოტიჩელის, ტიციან ვეჩელიოს, რაფაელ სანციოს, ლორენცო ბერნინის, მიქელანჯელო პისტოლეტოს, ჯორჯო დე კირიკოს და სხვათა ნამუშევრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42