ნინოწმინდის ბავშვთა ახალი დირექტორის, ბოდბელი მიტროპოლიტ იაკობის თქმით, პანსიონში სახალხო დამცველის შეშვებაზე საუბარი "ჯერ ადრეა".
იგი ამბობს, რომ პანსიონში შესულ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს იქ დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ კითხვები არ აქვთ.
"მე ახლა შემოსული ვარ, სიტუაციას გავეცნობი. გავეცნობი სიტუაციას, ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი, გავეცნობი სიტუაციას და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. დღესდღეობით სოციალური მუშაკები მუშაობენ, სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან. ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციაც იყო შემოსული და კითხვები დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ. ადრე რა იყო, არ ვიცი, თუმცა დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ და ადრეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამაზე აუცილებლად ვიდავებთ". – აღნიშნა მეუფე იაკობმა.
მასალის გამოყენების პირობები






