დღესდღეობით უძრავი ქონების საინვესტიციო მიზნებით ყიდვა, ძალიან კარგი იდეაა. მართალია, პანდემიამ და ტურისტების ნაკლებობამ შეაფერხა გაქირავების საკითხი, მაგრამ სამაგიეროდ ბინების დღიურად გაქირავება გახდა აქტუალური. რეგულაციის პირობებში, ადამიანთა ჯგუფი ხშირად ქირაობდა ბინებსა თუ სახლებს დღიურად სხვადასხვა ტიპის შეკრებების მოსაწყობად. შესაძლოა, ეს ფაქტი სამედიცინო ჭრილში არ იყო მაინცდამაინც მისაბაძი, მაგრამ უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ერთადერთი გამოსავალი გახლდათ დამატებითი შემოსავლების მისაღებად.
Area.ge -უძრავი ქონების პლატფორმა
თუ ბინის ყიდვით, გაყიდვით ან ქირაობა - გაქირავებით ხართ დაინტერესებული, ამ სფეროში ყველაზე ინფორმაციულ და მოსახერხებელ პლატფორმას - Area.ge - ს გირჩევთ. არეა საინტერესო და მიმზიდველია იმით, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეები და ასევე, დეველოპერები ქონების შესახებ განცხადებებს პირველ რიგში სწორედ ამ პლატფორმაზე ათავსებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ არეას ხშირი სტუმარი იქნებით, პირველები შეიტყობთ საინტერესო და ხელსაყრელი შემოთავაზებების შესახებ.
საიტის მარტივი ინტერფეისი აადვილებს ძებნის პროცესს. მახასიათებლების მითითებითა და ფილტრაციით შესაძლებელია, სწორედ ისეთ განცხადებებზე შეაჩეროთ ყურადღება, რომელიც თქვენს ინტერესებს ყველაზე მეტად ერგება, შეგიძლიათ უძრავი ქონება მოძებნოთ უბნის, კვადრატულობის, ოთახების რაოდენობის და სხვა წვრილმანების გათვალისწინებით - როგორც ახალაშენებულ ან მშენებარე, ასევე ძველ კორპუსებში.
ბინების ქირაობა
ზაფხულში ბინების/სახლების გაქირავება საკურორტო ზონებში აქტიურდება, თბილისში კი მთელი წლის განმავლობაში აქტუალურია ბინის გაქირავება როგორც ხანგრძლივი დროით, ასევე დღიურად.
ბინის ქირაობა თბილისში სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებას გულისხმობს. როგორც წესი, ლოკაციის შემდეგ გასაქირავებელი ბინის ფასზე გავლენას ახდენს ქონების მდგომარეობა, რემონტი, სისუფთავე, კეთილმოწყობა, ავეჯი, ტექნიკა. თუ უძრავი ქონება ისეთ მდგომარეობაშია და იმდენადაა აღჭურვილი საჭირო ავეჯითა და ნივთებით, რომ მხოლოდ სამოსის შეტანა სჭირდება დამქირავებელს, ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, ფასი უფრო მაღალია, გარდა ამისა, გადამწყვეტი ფაქტორი არის ის, ახალაშენებულ, ე.წ. უცხოვრებელ ბინას ქირაობთ, თუ ძველ მეორეულ კორპუსში არსებულს.
ცენტრალურ უბნებსა და გარე უბნებში ქირის ფასი საგრძნობლად განსხვავდება. მაგალითად, ვაკეში 3 - ოთახიანი ბინის ქირაობა ახალაშენებულ კორპუსში - 2500 ლარადაც შეიძლება და 6 000-8 000 ლარადაც, საბურთალოზე ფასები 1500 ლარიდან იწყება და 5 000 – 6 000 ლარამდე ადის, დაახლოებით იგივე სიტუაციაა მთაწმინდაზეც - 1600 ლარიდან 5000 ლარამდე მერყეობს სამოთახიანი ბინების ფასები ახალაშენებულ კორპუსებში.
სრულიად განსხვავებული ვითარებაა დიღომსა და დიდ დიღომში, სადაც 850 – 1000 ლარად შესაძლებელია 3 ოთახიანი ბინის ქირაობა და ფასები მაქსიმუმ 2500 ლარამდე ადის, ძველ აშენებულ კორპუსში კი ბინას 500-600 ლარადაც ნახავთ და მაქსიმუმ 1500 ლარადაც. გლდანი - მუხიანის ტერიტორიაზე ძველაშენებულ კორპუსში ქირის ფასი 600 ლარიდან იწყება, ახალაშენებულში - 800-900-დან, ზედა ზღვარი კი 1300-1400 ლარია, იგივე სიტუაციაა ვარკეთილშიც.
ბინების ყიდვა-გაყიდვა
Area.ge არამარტო ბინის ქირაობა - გაქირავებაში უწევს მეგზურობას მაძიებლებს, ასევე მისი ძლიერი მხარე უძრავი ქონების ყიდვა - გაყიდვაა. საიტზე წარმოდგენილია დეველოპერების ყველა შეთავაზება, სრული ინფორმაცია კონკრეტული საცხოვრებელი კორპუსისა თუ კომპლექსის შესახებ, ასევე ინფრასტრუქტურის, ეზოს, პარკინგის, პარკებისა თუ სკვერების შესახებ. გარდა ამისა, ნაჩვენებია რენდერები მშენებარე კორპუსების შემთხვევაში, ფოტოები, დასრულებული საცხოვრებლის ან მეორეული ბინების შემთხვევაში, რომელიც ნათლად გადმოსცემს და აღწერს კონკრეტულ სახლს, თუ ბინას.
ისევე როგორც ქირაობის შემთხვევაში, ყიდვა - გაყიდვის საკითხშიც ფასები საკმაოდ განსხვავდება ცენტრალურ უბნებსა და გარეუბნებში, ახალაშენებულ და ძველაშენებულ კორპუსებში.
ვარკეთილში 70 მ2 ბინას ძველაშენებულ კორპუსში - 100 000 – 130 000 ლარი სჭირდება, ვაჟა - ფშაველას ქუჩაზე ძველ აშენებულ კორპუსში - 160,000 – 190 000-ად შეძლებთ ამავე ფართის ბინის შეძენას, დიდუბეში - 150 000 – 220 000 ლარად, ძველ ნაძალადევში ახალაშენებულ, გარემონტებულ ბინას 290 000 – 350 000 ლარი სჭირდება, ბაგებში 100 მ2 ბინის ფასები - 320 00 – 500 000 ლარის ფარგლებში მერყეობს.
შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლოკაცია დიდწილად განსაზღვრავს ბინის ფასს. თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით შესაძლებელია საცხოვრებლის მოძებნა სხვადასხვა უბანში - დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ უძრავი ქონების საიტს - Area.ge.
მასალის გამოყენების პირობები






