პაპანაქება სიცხეს ისე არაფერი უხდება, როგორც წყალში ჩახტომა. სინოპტიკოსები საკმაოდ ცხელ ზაფხულს გვიწინასწარმეტყველებენ, რაც „გვაიძულებს“ ვიფიქროთ, ბავშვები შვებულებამდე სადმე ქალაქთან ახლოს მდებარე აგარაკზე ან სოფელში წავიყვანოთ.
სიცხეც რომ არ იყოს, პატარების ქალაქგარეთ გაყვანა აუცილებელია, რათა შეიცვალონ ჰაერი, გარემო და გაექცნენ თბილისურ ყოველდღიურობას.
თუ პატარებს საინტერესო და მათთვის საყვარელი გასართობები აქვთ თან, მარტივად ეგუებიან სოფელში რამდენიმე თვიან გამგზავრებას ბებია- ბაბუის ან ძიძის გარემოცვაში.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ბავშვებისთვის ყველაზე მიმზიდველი გასართობი საცურაო აუზია, წყალში თამაში და ჭყუმპალაობა პატარებს ხომ არასდროს ჰბეზრდებათ.
სად არის გასაბერი აუზების ყველაზე დიდი არჩევანი?
თუ გამგზავრებამდე ვერ მოახერხეთ აუზის ყიდვა, არ ინერვიულოთ, რადგან ონლაინ მაღაზია - liloshop.ge-ზე აუზების საუკეთესო ასორტიმენტია წარმოდგენილი. ონლაინ შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი აუზი, შეიძინოთ ან გააკეთოთ განვადება და გაახაროთ პატარები. მეტიც, შესაძლებელია, პატარები ჩართოთ შერჩევის პროცესში, ინტერნეტის მეშვეობით აჩვენოთ შესაძლო ვარიანტები და მათი სურვილების გათვალისწინებით შეარჩიოთ ეს ერთობ მნიშვნელოვანი ნივთი.
როგორ შევარჩიოთ გასაბერი აუზი?
საიტზე ნახავთ აუზებს სხვადასხვა დიზაინითა და ფორმით, წყლის ატრაქციონებს თავისი გასართობებით, შეზლონგით და ა.შ. თუმცა, ძირითადი ყურადღება ასაკობრივ მაჩვენებელზე უნდა გაამახვილოთ, რადგან სხვადასხვა წლოვანების ბავშვს განსხვავებული აუზი სჭირდება.
მაგალითად, 3-5 წლის ასაკისთვის მაინცდამაინც დიდი დიამეტრის მქონე აუზი საჭირო არაა, ამ შემთხვევაში ყურადღება შეგიძლიათ გადაიტანოთ დიზაინზე, მჭახე ფერებზე, რაც პატარებს ძალიან იზიდავთ, ასევე მათთვის საინტერესოა წყლის გასართობები, რომლითაც აუზში დროს კარგად ატარებენ.
8-12 წლის ბავშვებისთვის - უფრო დიდი აუზი ან წყლის ატრაქციონი შეგიძლიათ შეარჩიოთ. ეს უკანასკნელი საუკეთესო გასართობია, რადგან საკუთარ თავში აერთიანებს აუზს, წყლის სასრიალოებსა და ატრაქციონებს. ფაქტობრივად ერთი ნივთის ყიდვით, რამდენიმე გასართობს სთავაზობთ თქვენს შვილს.
თინეიჯერებისთვის უკვე კარკასულ აუზზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი, რომელიც თქვენც გამოგადგებათ. დიახ, კარკასული აუზი მყარია, დიდია მოცულობის თვალსაზრისით, იტევს რამდენიმე ადამიანს ერთად და გაგრილებისთვის საუკეთესოა. როგორც წესი ამ ტიპის აუზს მოჰყვება სპეციალური სახურავი, დაბინძურებისგან თავის ასარიდებლად. ასევე აქვს სარქველი, რომლის მეშვეობითაც ხდება წყლის დაცლა, გასუფთავება.
ახლა უკვე იცით როგორ შეარჩიოთ აუზი და სად უნდა შეიძინოთ მარტივად და ყველაზე ხელსაყრელ ფასად. ონლაინ მაღაზია Liloshop.ge - ყველაზე კონკურენტული ფასებით გამოირჩევა.
მასალის გამოყენების პირობები






