საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე, კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციებს, რომ ნინოწმინდის პანსიონი იხურება.
ჯაღმაიძე გუშინ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და წერს:
"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნინოწმინდის პანსიონი იხურება, ეს არ ყოფილა დღევანდელი დღის თემა.
საუბარია ვალდებულებაზე, რაც გულისხმობს 2022 წლის 1 აპრილამდე ვალდებულებაზე, რომ დიდი ზომის პანსიონების, კვლავ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ, მცირე ზომის პანსიონებით ჩანაცვლება მოხდებოდა.
ეს ახალი არ არის. საუბარია იმაზე, რომ არავითარი აუცილებლობა, ბავშვების პანსიონიდან მყისიერად გადაყვანისა დღეს არ არსებობს, რეფორმირება 2022 წლამდე მოხდება, ამისათვის ზრუნვა უკვე დაწყებულია", - წერს ჯაღმაიძე
მასალის გამოყენების პირობები






