დღეს სისხლის დონორის მსოფლიო დღეა
საზოგადოება - 11:54, 14 Jun, 2021     1031

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიოს ყველა ქვეყანა 14 ივნისს სისხლის დონორის მსოფლიო დღე დღეს აღნიშნავს.


უსაფრთხო სისხლის საჭიროება უნივერსალურია, იგი ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც მკურნალობის, ასევე სასწაფო-გადაუდებელი დახმარების (ინტერვენციების) დროს. უსაფრთხო სისხლი არა მარტო ეხმარება პაციენტებს სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებთან ბრძოლაში, არამედ მაღალი ხარისხით უხანგრძლივებს სიცოცხლეს. სისხლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვადასხვა საგანგებო მდგომარეობის (სტიქიური უბედურება, უბედური შემთხვევა, შეიარაღებული კონფლიქტები და სხვა), ასევე მშობიარობების და ახალშობილთა მართვის დროს.

თუმცა უსაფრთხო სისხლზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ პრობლემაა და ყველას არ აქვს ეს პრივილეგია. დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების უმრავლესობა იბრძვის ქვეყანაში უსაფრთხო სისხლის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რადგან სისხლის დონაციების რაოდენობა საგრძნობლად დაბალია. გლობალურად, დონორული სისხლის 42% მოდის მაღალი შემოსავლების ქვეყნებზე, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 16% ცხოვრობს.


უსაფრთხო სისხლის საკმარისი მარაგის მუდმივი შევსება შესაძლებელია უანგარო დონორების მიერ სისხლის რეგულარული გაღებით. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ 2005 წელს დაარსა განსაკუთრებული დღე, როდესაც მადლობას ვუხდით სისხლის დონორებს და მოვუწოდებთ ადამიანებს ჩაერთონ სისხლის უანგარო დონაციაში. დონორის მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება 14 ივნისს. დონორების მადლიერების პარალელურად ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის შესახებ.

იცოდით, რომ?!
  • 14 ივნისს სისხლის დონორის მსოფლიო დღე 2012 წლიდან უანგარო დონორების პატივსაცემად აღინიშნება
  • ყოველწლიურად სისხლის 107 მილიონი დონაცია რეგისტრირება
  • დედამიწაზე ყოველ 3 წამში ვიღაცას ესაჭიროება სისხლი
  • მოსახლეობის 40-50%-ს შეუძლია იყოს სისხლის უანგარო დონორი
  • ადამიანების 85%-ს 75 წლამდე ერთხელ მაინც სჭირდება სისხლის გადასხმა
  • საქართველოში ყოველწლიურად სისხლის გადასხმა 15 000 ადამიანს სჭირდება





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42