ანჯელინა ჯოლი დაქორწინებული იყო ბრიტანულ-ამერიკელ მსახიობზე ჯონი ლი მილერზე 1996 წლიდან 1999 წლამდე (ისინი 1997 წლის სექტემბერში დაშორდნენ.) თუ ეს არ გახსოვთ, სავარაუდოდ იმიტომ ხდება, რომ მათი ურთიერთობა ოფიციალურ ქორწინებაზე უფრო ხანმოკლე იყო. ან იმ ასაკის ხართ, რომ მხოლოდ ბრანჯელინა გახსოვთ.
მოკლედ, საქმე იმაშია, რომ გასულ პარასკევს, ანჯელინა ყოფილი ქმრის, მილერის სახლის დატოვებისას დააფიქსირეს, ბრუკლინში.
Page Six– მა გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც მაშინ არის გადაღებული, როცა ჯოლი მილერის საცხოვრებულ კორპუსიდან გამოდის. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯოლიმ შენობა დაახლოებით სამი საათის შემდეგ, საღამოს 10:30 საათზე დატოვა.


ჯოლიმ და მილერმა ერთმანეთი 1995 წელსს თავიანთი ფილმის Hackers გადასაღებ მოედანზე და 1996 წლის მარტში იქორწინეს, გაცნობიდან ექვსი თვის შემდეგ. ჯოლი მაშინ 20 წლის იყო და ეს ორივესთვის პირველი ქორწინება იყო.

მასალის გამოყენების პირობები






