სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მეცხვარეთა ასოციაციის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:51, 17 Dec, 2013     1322

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის პირველი კონფერენციას დაესწრო.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და მეცხვარეობის დარგის აქტუალურ თემებზე სასაუბროდ, თბილისში კახეთიდან და ქვემო ქართლიდან ოცდაათამდე მეცხვარე ჩამოვიდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, სოფლის მეურნეობის სექტორის ასოციაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მეცხვარეებმა ისაუბრეს საძოვრებზე მაღალი საიჯარო გადასახადების, პირუტყვის გადასარეკი ტრასების ინფრასტრუქტურის, ცხვრის გასაღების ბაზრების, პირუტყვის გავრცელებული დაავადებების, სადაზღვევო სისტემის არარსებობის და დარგში არსებულ კიდევ მრავალ აქტუალურ საკითხზე.

„ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად დავიწყოთ მუშაობა მეცხვარეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე, რადგან საკითხი კომპლექსურია და სისტემურ მიდგომას საჭიროებს. მომავალი წლიდან მეცხვარეებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ შღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მომავალი წლიდან უკვე სახეშეცვლილი იქნება, ახალი ფორმულით, სადაც 50 პროცენტი სახელმწიფო გრანტი იქნება, 40 პროცენტი კრედიტი, ხოლო დარჩენილი 10 პროცენტი - ფერმერის მხრიდან თანადაფინანსება. ასევე მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე ჩადებულია მეცხოველეობის სასელექციო ფერმის გაკეთება, რაც თავისთავად ცხვარსაც მოიცავს,” _ განაცხადა კონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა.

კონფერენციის ბოლოს მონაწილეებმა ქვეყნის ხელისუფლებისადმი სპეციალური მიმართვის ტექსტი შეიმუშავეს, სადაც ხაზი გაუსვეს თავიანთ მზადყოფნას ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად დაიწყონ მუშაობა მეცხვარეობის დარგის განვითარებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42