თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საქართველოს მთავრობის წევრებმა იუბილე მიულოცეს
საზოგადოება - 16:20, 11 Jun, 2021     1293

უმაღლესი სამედიცინო განათლების ისტორია საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1918 წელს დაარსებული სამკურნალო ფაკულტეტიდან იწყება. სწორედ ამ ფაკულტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით სამკურნალო ფაკულტეტი გამოეყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და 1930 წლის 10 ივნისს დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებლის სახით დაარსდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დაარსებიდან 91-ე წლისთავი მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ვულოცავ დაარსებიდან 91-ე წლისთავს. სამედიცინო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან იყო საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და მედიცინის მეცნიერებების განვითარების მთავარი კერა და ამ ტრადიციას დღემდე აგრძელებს. პანდემიამ ნათლად გამოაჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰყავდეს მაღალპროფესიონალი სამედიცინო პერსონალი. სწორედ ასეთ კადრს ამზადებს სამედიცინო უნივერსიტეტი და ამაყობს კიდეც თავისი აღზრდილი ექიმებით.... ვულოცავ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, ყველა თანამშრომელს, კურსდამთავრებულსა და სტუდენტს უნივერსიტეტის დაარსებიდან 91-ე წლისთავს. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს თავდადებული შრომისთვის და ვუსურვებ წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას”- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

„მსურს უდიდესი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო მაღალპროფესიონალი სამედიცინო პერსონალის მიმართ, ისინი ჭეშმარიტად ჩვენი დროის გმირები არიან. სწორედ ჩვენი ექიმები აღმოჩნდნენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე, მათ შორის დიდი ნაწილი სწორედ სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. განსაკუთრებულად დასაფასებელია, რომ კორონავირუსის ეფექტიანად მართვას არა მხოლოდ ღვაწლმოსილი პროფესორები, არამედ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების მაღალკურსელი სტუდენტებიც შეუერთდნენ. დარწმუნებული ვარ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მომავალშიც არაერთ სახელოვან თაობას აღზრდის, რომლებიც თავდადების ისეთივე მაგალითს აჩვენებენ, რისი მომსწრენიც პანდემიის პერიოდში ჩვენ ყველანი ერთად გავხდით“ - აღნიშნავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაცია მადლობას უხდიან საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს მილოცვის, მხარდაჭერისა და ზრუნვისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42